Reuters-ი იტყობინება, რომ მიმდინარე კვირაში პუტინი ესტუმრება ტაჯიკეთსა და თურქმენეთს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დუშანბეში პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აშხაბადში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ზღვის სამიტში, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერები. გამართავს თუ არა პუტინი სამიტის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს, ცნობილი არ არის. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ივნისის ბოლოს პუტინი ბელარუსში აპირებს ჩასვლას, რათა ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდეს გროდნოში, სამოკავშირეო სახელმწიფოს რეგიონების ფორუმზე. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ვიდეოფორმატში ჩატარდება.
აქვე შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო, მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და კანადამ, ვლადიმირ პუტინს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
კომენტარები