• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა

ალია ავტორი - ალია
18:27 09-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
582

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის პანელების ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 თვის მანძილზე, მწვანე ენერგიას შეუფერხებლად გამოიმუშავებს და გარემოში ნახშირორჟანგის ემისიას ეფექტიანად ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, მზის ელექტროსადგურის ფუნქციონირების პარალელურად, სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათებაც დამონტაჟდა. ორივე პროექტის ამოქმედებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, წლის განმავლობაში, მიმდინარე ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, დანაზოგს კი კომპანიის განვითარებისა და ეკომეგობრული პროექტების განხორციელებისკენ მიმართავს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის პანელების ელექტროსადგურმა, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 27 აპრილიდან შევიდა, 5 თვის მანძილზე 165 000 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა და ამასთან ერთად, CO 2- ის ემისია 66,1 ტონით შეამცირა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ AE SOLAR CO LTD-ის წარმოების სოლარ პანელებით 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები კომპანია OHM Energy-მ უზრუნველყო. ელექტროსადგური 27 აპრილიდან ამოქმედდა და მას შემდეგ შეუფერხებლად და ეფექტიანად გამოიმუშავებს მწვანე ენერგიას. 5 თვის მანძილზე მზის ელექტროსადგურმა, რომელიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ენერგოქსელში ნეტოაღრიცხვის კვანძით არის ინტეგრირებული, 165 000 კვტ.სთ-ზე მეტი ენერგია გამოიმუშავა და რაც მთავარია, გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევა 66,1 ტონით შეამცირა. წინასწარი გაანგარიშებით, მზის პანელების ელექტროსადგური ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიით მოგვამარაგებს, რითაც კომპანიას, წლიურად, დაახლოებით, 160 000 ლარს დაუზოგავს, CO 2- ის ემისიას კი 130 ტონით შეამცირებს. ვფიქრობთ, ერთი კომპანიის პირობებში, ეს უდავოდ კარგი მაჩვენებელია“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, მზის პანელების ელექტროსადგურისა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ისეთი პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო, როგორიცაა: განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება, ნახშირორჟანგის გაფრქვევის მინიმიზაცია, ენერგოეფექტურობა და კომპანიის კუთვნილ სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნა.

თინათინ მაკარიძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან.

„ტოიოტა პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლებიც 2050 წლამდე ეტაპობრივად უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი გამოწვევა CO 2 -ის ნულოვანი ემისიაა არა მხოლოდ წარმოების პროცესსა და ავტომობილის სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში, არამედ ყველა იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტოიოტას ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ამ გამოწვევას ავტომწარმოებელი განახლებადი ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ენერგოეფექტური სისტემების გამოყენებით ახორციელებს, ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ეკომეგობრული წარმოების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ეს გადაწყვეტილება სწორედ ტოიოტას გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების გათვალისწინებით მიიღო და განახორციელა 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის პანელების ელექტროსადგურისა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი გარე განათების დამონტაჟების პროექტები იმ მიზნით, რომ შეემცირებინა გარემოზე მავნე ზემოქმედება და ნახშირორჟანგის გაფრქვევა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მზის პანელების ელექტროსადგური, არის ენერგოეფექტური, ამცირებს CO 2 -ის ემისიას, არ გამოჰყოფს მხუთავ აირებს და არ აქვს რადიაციული გამოსხივება. შესაბამისად, არ აზიანებს გარემოს და სრულიად უსაფრთხოა გარშემომყოფთათვის. იგივე შეიძლება ითქვას მზის ენერგიაზე მომუშავე სენსორულ გარე განათებაზეც, რომელიც ჩვენი სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე და შიდა ეზოშია განთავსებული“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ენერგოეფექტური პროექტების დანერგვას, რითაც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უზრუნველყოფს, გარდა ამისა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაზოგილ თანხას კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, მათ პროფესიულ და კარიერულ ზრდას, სხვადასხვა სახის სემინარებისა თუ ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი გარემოსდაცვითი პროექტების შემუშავება-დანერგვას მოახმარს.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved