• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სამი უახლესი მოდელის ექსკლუზიურ ფასად შეძენა, პროდუქტ TOYOTA EASY-ის მეშვეობით, სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
13:33 09-14-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
895

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ტოიოტას სამი უახლესი მოდელის შეძენას მომხმარებელი მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, ექსკლუზიურ ფასად შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი სალიზინგო პროდუქტებით – TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX – ისარგებლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორივე სალიზინგო პროდუქტი იმდენად კომფორტულია, რომ მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის მოთხოვნებს და შესაძლებლობას უქმნის მათ, ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ ახალი თაობის ისეთი მოთხოვნადი მოდელები, როგორიცაა: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY და TOYOTA YARIS CROSS-ი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განმარტებით, TOYOTA EASY-ი განსხვავებული საოპერაციო სალიზინგო პროდუქტია, რომელიც სპეციალურად მომხმარებლისთვის შეიქმნა. მისი თქმით, TOYOTA EASY- ის მოქნილი და ხელსაყრელი პირობები საგრძნობლად ამარტივებს, როგორც ავტომობილის შეძენის, ისე საპროცენტო განაკვეთის დაფარვის პროცესსაც.

„მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სექტემბრის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ამ მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მსურველებს უმარტივეს და ძალიან ხელსაყრელ გზას სთავაზობს. საუბარია სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებზე, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი ერთდროულად მიიღებს, როგორც ექსკლუზიურ ფასს სასურველი ავტომობილის შეძენისას, ასევე, გამარტივებულ და მოქნილ სალიზინგო ოპერაციებსაც. ფინანსური სალიზინგო პროდუქტის – TOYOTA EASY Flex-ით სარგებლობის პერიოდი 12-დან 60 თვემდეა, ხოლო ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი კი 0%-ია. რაც მთავარია, ამ სალიზინგო პროდუქტით მოსარგებლე მომხმარებელი, ყოველთვიურად, დაბალ საპროცენტო განაკვეთს ფარავს და საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს შეუძლია კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, თუ არჩევანს მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე – TOYOTA EASY-ზე შეაჩერებს. „TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, 12-დან 72 თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის მიხედვით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს: პირველი – განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და გააგრძელოს სალიზინგო პროდუქტის პირობებით სარგებლობა; მეორე – გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება და მესამე – დააბრუნოს ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის,~ ინფორმაციით, სალიზინგო პირობების გაცნობა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://toyota-tbilisi.com/blog/222/toyota-easy/ ; გარდა ამისა, მომხმარებელს, რომელსაც ტოიოტას ავტომობილის შეძენა ექსკლუზიურ ფასად სურს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved