ჯანდაცვის კომიტეტში მომავალ კვირაში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ტიკარაძეს განმარტებების გაკეთება მოუწევს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის საკითხს ეხება.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის ინიციატივა ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის. მან ჰოლდინგის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე გასულ კვირას წარადგინა. ჰოლდინგის გეგმებზე საუბარი, სავარაუდოდ, პარლამენტში გიორგი ჩოგოვაძესაც მოუწევს.
„ჰოლდინგის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატოვა არის საინტერესო, მაგრამ კომიტეტი ვგეგმავთ მოვისმინოთ სამინისტროს მხრიდან, ჰოლდინგის ხელმძღვანელის მხრიდან, რა კონცეფიცია აქვთ, რა გეგმას ისახავენ მიზნად და ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო დეტალურ განცხადებას”, – განაცხადა ხუნდაძემ.
კითხვაზე – მომავალ კვირას მივა თუ არა მინისტრი ამ თემაზე სასაუბროდ კომიტეტში, ხუნდაძე პასხობს, რომ „აუცილებლად“.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე სამედიცინო ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: “რესპუბლიკური საავადმყოფო,” “ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო,” და “ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.
ჰოლდინგის შექმნის მთავარ მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ აღნიშნული კლინიკების არაეფექტიანი მართვა დაასახელა. ტიკარაძემ თქვა ისიც, რომ ამ დრომდე ფონდმა ინვესტორის მოძიება ვერ შეძლო, რა შემდეგ საპარატნიორო ფონდში არ დაადასტურეს და თქვეს, რომ მათ მოძიებული ჰყავდათ ინვესტორი, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თავად სამინისტრომ თქვა.
კომენტარები