• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თვალი გაახილეთ!” – რა ელოდება ქვეყანას და ქართულ ეკონომიკას

ალია ავტორი - ალია
20:53 06-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,756

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

✅️ პირველ ეტაპზე სანქციების სუსხს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იგრძნობს.
✅️ პირველ ეტაპზე სანქციები მხოლოდ სავიზო რეგულაციებსა და გადაადგილების საკითხზე გავრცელდება.
✅️ მომავალში მოსალოდნელია, რომ სანქციები სახელისუფლებო ვერტიკალის თითქმის ყველა წევრს, ასობით ადამიანს მიწვდება.
✅️ რაც მთავარია, მომავალში სანქციების სუსხს იგრძნობენ ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრები.
✅️ საბოლოოდ, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ჩვენი მულტიმილიონერი დეპუტატების კაპიტალიც, ბიზნესიც!
ხელისუფლების რეაქცია სანქციებზე გამაოგნებლად არასერიოზულია:
? ყველის ვაჭრის ღიმილს დაიფენენ სახეზე და იმეორებენ ყბადაღებულ ფრაზას: “ამერიკა საერთოდ არ მაინტერესებს, ისედაც არ დავდიოდი ოკეანის გაღმა”; “თვითმფრინავში ცუდად ვხდები”; “აიღეთ ჩემი პასპორტი და ამოხიეთ ჩარტყმული ვიზა”.
რამდენი დააკლდება აშშ-ს დიმიტრი ხუნდაძე თუ აღარ ეწვევა, დარდით დამძიმებული მანჰეტენი შეიძლება ჩაიძიროს, ფლორიდაში ტურისტული სეზონი ჩაიშლება და ჰოლივუდი გაიფიცება!
ინფუზორიებს უნდათ, რომ ხალხი დააჯერონ, თითქოს ამგვარი სანქცია მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვას ნიშნავს.
სანქცია უპირველეს ყოვლისა არის დარტყმა თქვენს რეპუტაციაზე, თქვენს სახელზე. ამ სანქციის შემდეგ მთელ მსოფლიოში თქვენი სახელი მოხსენიებული იქნება პუტინის, ლუკაშენკოს, თალიბანის ლიდერებისა და სომალელი მეკობრეების გვერდით.
მსოფლიოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მსოფლიოს ყველა საქმიანი ადამიანი ასჯერ დაფიქრდება, სანამ თქვენ ხელს ჩამოგართმევთ, სანამ თქვენთან ერთად საქმეს წამოიწყებს. ყველა თქვენი პარტნიორი პანიკაშია, რადგან იციან, რომ თქვენი საერთო ბიზნესი უდიდესი საფრთხის წინაშეა.
? ანგლობისა და მდარე ხარისხის ხუმრობების დასრულების შემდეგ, მსხვერპლის მანტიაში ეხვევიან და იწყებენ მოთქმას – ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვასანქცირებენ, რომ კანონი მივიღეთ, უპრეცენდენტო უსამართლობის მსხვერპლნი ვართ სამშობლოს გამოო…
ფარისევლებო!
თქვენ სანქციები დაგეკისრათ იმიტომ, რომ ქუჩაში ხალხს სცემთ, ადამიანებს აშანტაჟებთ, პოლიციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს “მეხუთე კოლონად” აცხადებთ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს დასცინით, აბუჩად იგდებთ, ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობთ, ყველა პორტი და აეროპორტი ჩინეთს გინდათ ჩაუგდოთ ხელში; ქვეყნებს, რომლებიც 30 წელია პურისა და შაქრის მოწოდებიდან დაწყებული, ჯარის გაწვრთნით დამთავრებული ყველაფერში გეხმარებიან, ანგარიშს არ უწევთ, ერთი ოლიგარქის ყრმები და მისი ფსიქოლოგიური არამდგრადობის ნებაყოფლობითი ტყვეები ხართ….
ვითომ არ იცით! ვითომ მხოლოდ კანონისთვის დაასანქცირეს…
—
როგორი დაბალი დონე უნდა იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების რესურსი ბოლომდე ამოწურო და მათ სანქციების ენით ლაპარაკისკენ უბიძგო.
“ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია თავის პროპაგანდისტულ გადაცემებში გერმანიისთვის ჰოლოკოსტის შეხსენება ჰგონია! საცოდავებო …
ჯერ სად ხართ!
უბედურება ის არის, რომ ქართულ ეკონომიკასაც განსაცდელი ელის და ივანიშვილის აღვირახსნილობა მთელს ქვეყანას დაარტყამს!
ჩვენ რომ წიგნებს გამოვცემთ, ლექციებს ვკითხულობთ და ვიკვლევთ, ეს აგენტობა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა, ესენი რომ ქვეყნას ღუპავენ, ხალხს აღარიბებენ და უიარაღო სამოქალქო ომის პირობებს ქმნიან, ეგ პატრიოტიზმი ყოფილა…
თვალი გაახილეთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved