თუშეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა კაცის, ავთო მარხვაიძის გარდაცვალების გამო, 6 აგვისტოს დაგეგმილი სახალხო დღესასწაული „თუშეთობა 2026“ გადაიდო. – ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
28 წლის ავთო მარხვაიძე, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა, გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ გარდაცვლილი იპოვეს.
ის სოფელ ჯვარბოსელში დღეობაზე მიდიოდა, თუმცა ხიდზე გადასვლისას წყალში გადავარდა. მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გადაუდებელი აუცილებლობის გამო, შეიცვალა მისი დაკრძალვის თარიღიც, ახალგაზრდა კაცი დღეს დაკრძალეს.
„თუშეთობა 2026“-ის ჩატარების ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.











კომენტარები