სამოქალაქო აქტივისტი, პოეტი, გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თურქის ტრაილერმა ბავშვი მოიქცია ქვეშ… რაღაც მანევრს აკეთებდა და დედაც კი ვერ მოვიდა აზრზე, ისე აღმოჩნდა ბავშვი დიდი ბორბლების მიღმა…
შეიკრა ქუჩა, ატყდა ერთი ამბავი, ტირილი, მოთქმა, თავში ხელების ცემა…
ჰოი, საოცრებავ, – ბავშვი სრულიად უვნებელი გამოძვრა…
და იცით რატომ დავწერე ეს პოსტი?
ორად ორი ბედნიერი სახე დავინახე, – ტრაილერის თურქი მძღოლის და დედის… და ჰოი კიდევ უფრო დიდო საოცრებავ: სხვას ყველას, ამხელა ბრბოს, სახეზე ქვეცნობიერი გაწბილება ეხატა და თითქოს იმედგაცრუებული იშლებოდა…”
კომენტარები