ტვ პირველის ინფორმაციით, ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ 49 წლის ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი მიტოვებული შენობაში გადამალეს.
საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, მის კვალზე თურქეთის პოლიცია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით გავიდა, მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა 16–ჯერ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა.
კომენტარები