• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, ეს არის ქვეყნის ღალატი, როდესაც გართმევენ მიწებს ან ომი უნდა დაიწყო, ან უნდა გადადგე” – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
21:31 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა და ოპოზიცია უკმაყოფილოა. საზოგადოების დიდი ნაწილიც. რამდენად ღრმად უნდა შევიდეთ რუსეთ–უკრაინის ამ ლამის წინასაომარ პროცესში? თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინული ბატალიონი იბრძოდა, ომში დაღუპული უკრაინელი გმირების გვარ–სახელები გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული. სოხუმი რომ დაეცა, უკრაინის ხელისუფლებამ ვერტმფრენები გამოაგზავნა ჩვენს დასახმარებლად და უკრაინელმა პილოტებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 800–მდე ქართველი გადაარჩინეს. 2008 წლის ომის დღეებშიც, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო თბილისში ჩამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად იმ დროს, როდესაც დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ რუსეთი თბილისს აიღებდა და შეიძლება, დაებომბა კიდეც. არც ამის დავიწყება შეიძლება.

– ხელისუფლებას არ უნდა, ერთი გადაბრუნებული სიტყვა დააფიქსიროს რუსეთის მიმართ. იმიტომ არ ახსენეს რეზოლუციაში რუსეთი. რა გამოდის ახლა? თუ  შესაძლო რუსული აგრესია არ არის, მაშინ მოიგონა უკრაინამ და მსოფლიომ? სირცხვილია ეს. პირდაპირი განაცხადია, უკრაინაში ომი არ გვინდა, მაგრამ რუსები არიან ჩვენი ძმებიო. ეს არის ამ რეზოლუციის სულისკვეთება.

– ჩვენ კოჭს ვუგორებთ რუსეთს და აგერ, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, კიდევ შემოსაზღვრეს და წაიღეს ქართული მიწები ოკუპანტებმა. მცოცავი ოკუპაცია კვლავ ძველებური ტემპით გრძელდება.

– ადრეც რამდენჯერმე მითქვამს, რომ ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, ეს არის ქვეყნის ღალატი. როდესაც გართმევენ მიწებს და ხმას არ იღებ, ეს ნიშნავს რომ ეთანხმები ამ ყველაფერს. ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი სხვა რა არის? თუ ტერიტორიებს გართმევენ და ხმას არ იღებ, ან ომი უნდა დაიწყო, ან უნდა გადადგე. ან ერთი, ან მეორე, თუ არადა დანაშული გაქვს ჩადენილი.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved