• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

ალია ავტორი - ალია
17:19 10-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დეკემბრის ბოლოს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, თუ ვინ გახდება 2026 წლის სამი გამარჯვებული გუნდი.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში, საქართველოს მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 999 გუნდის 4000-მდე მოსწავლემ, ფინალში გადასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.

კონკურსის პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან გუნდი და წარადგინონ პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.

უკვე მეხუთე წელია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს მესამე ადგილზე გასული გუნდი სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ მათი იდეები შესაძლოა კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.

მეორე ადგილზე გასული გუნდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University), აშშ-ში.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ყოველწლიურად უამრავი მოსწავლის დაინტერესებას იწვევს. წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა და მარათონში 437 მონაწილე ჩაერთო. სექტემბერში კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, ესენია:

  • AeroGuard – საჰაერო მცველები
  • Catalysts – კატალისტები
  • DigitalRoots – ციფრული ფესვები
  • HPR (Homegrown propulsion rocket) – ეკო რაკეტა
  • Hydra – ჰიდრა
  • Kinara ა- კინარა
  • MENMO (Mental Motion) – მენმო
  • MineGuard – მაღაროს მცველი
  • Phonon – ფონონი
  • SynaptiX – სინაპტიქსი

კონკურსის ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება დეტალურად მომდევნო კვირიდან გაეცნობა, შეეძლებათ თვალი ადევნონ და უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ გუნდს ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი.

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved