• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

ალია ავტორი - ალია
12:11 10-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,860

National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური გამოცემა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეძღვნება — როგორ მოიშინაურა ადამიანმა ველური მტაცებელი, როგორ ჩამოყალიბდა ძაღლების უთვალავი ჯიში და რას ამბობს მეცნიერება მათ გონებაზე, ქცევასა და ადამიანთან განსაკუთრებულ კავშირზე.

ქართული National Geographic – ის გამოცემიდან 14 წელი შესრულდა. მსოფლიოს ახალი აღმოჩენები, სამეცნიერო კვლევები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები თუ ტექნოლოგიური მიღწევები ერთ გამოცემაში იყრის თავს და ის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი 2012 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია სილქნეტის უწყვეტი სპონორობით, ჟურნალი თავაზობდა ერთგულ მკითხველს მრავალფეროვან თემატიკას. მეცნიერებით, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას წვდომა ჰქონდა მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე, აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ უახლეს საავტორო სტატიებზე.

2026 წლიდანსილქნეტი აგრძელებს ყველასათვის ცნობილი ჟურნალის მხარდაჭერას. ამიერიდან ყოველი გამოცემა განსხვავებული ფორმატით და პერიოდულობით, ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება.

National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური ნომერი „ძაღლების საიდუმლო ცხოვრებაზე“ გვიყვება. მკითხველი უძველეს და უახლოეს ოთხფეხა მეგობარზე უამრავ სიახლეს შეიტყობს. ვრცელი სტატიები აღწერს როგორ იქცა ძაღლი ველური მტაცებლიდან შინაურ ბინადარად; რა არის ცნობილი სელექციასა და სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებულ თვისებებზე; რა ცოდნა დააგროვა მეცნიერებამ ძაღლის გონებისა და ქცევის შესახებ; ამ გამოცემით საზოგადოება უფრო ახლოს გაეცნობა საქართველოში გავრცელებულ ძაღლის გამორჩეულ ჯიშებს.

თითოეული მასალა უხვად ილუსტრირებულია და სამეცნიერო ფაქტებს ეყრდნობა.

დაინტერესებული მკითხველი National Geographic საქართველოს შეიძენს პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, მაღაზია “ბიბლუსის” ქსელში; “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მაღაზიებში; ხოლო ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში – პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14 – გამოცემა ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად.

(R)

თეგები: სილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved