გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის ,,ტვ პირველზე” გასულ ინტერვიუს ეხმიანება:
,,უი, შემთხვევით წავაწყდი – სოსო გოგაშვილმა ეთერში მათ, ვინც აქამდე არ იცოდა, სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლის კონკრეტული მონაკვეთი მიუთითა, სადაც დაუბრკოლებლად შეუძლიათ შემოსვლა-გასვლა, ვინაიდან განწესი მოძრაობას დიდ დროს ანდომებს (ხალხს ხომ არ დაუმატებენ, ან, სტაციონალურ პოსტს, რა სისულელეა, უბრალოდ, იციან). მოძრაობის უსაფრთხო დროის მონაკვეთიც დაუზუსტა – 30-40 წუთი.
ხო, რომ შემოხვალთ, ტერორისტი იქნებით, ძებნილი, ყაჩაღი თუ დივერსანტი, ამან კი უფასოდ თქვა, მაგრამ, თუ სინდისი გაქვთ, რაღაც ფეშქაში სოსოს ეკუთვნის.
იკითხეთ ანტრიკოტა”
კომენტარები