• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ შეთანხმება არ შედგება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეშია – ანდრიუს კუბილიუსი

ალია ავტორი - ალია
23:45 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

ლიტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა

„მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, გაბრაზებულიც კი ვარ. შევაქებ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს იმისთვის, რის გაკეთებასაც ცდილობენ. ისინი დიალოგს აწარმოებენ სხვადასხვა პარტიასთან, თუმცა მოვლენები ძალიან სამწუხაროდ ვითარდება. ჩემი დასკვნა მარტივია – ამ სიტუაციაში გამარჯვებული არ იქნება. არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია გამარჯვებული არ იქნება. ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან ბევრს დაკარგავს და ეს ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდება. მიმდინარეობს დისკუსიები, ეროვნულ მედიაში სულ მცირე ვარაუდები მაინც ვრცელდება, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა გადაეცეს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შესაძლებლობა, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური განაცხადი გააკეთოს. ყველა ეს შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ დიალოგში შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

არ მინდა, მოვისმინო რომელიმე მხარის ბრალდებები, ვინაა ამ სიტუაციაში დამნაშავე. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ არჩევნებზე დარღვევების შესახებ და ეს უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაც მთელ პოლიტიკურ ელიტას ეკისრება. თუ დაიკარგება ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს.

პირველ რიგში, მინდა მივმართო მმართველ გუნდს, რომელსაც გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ეს ყოველთვის ასეა. მე რეალურად შოკირებული ვარ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პროვოკაციული განცხადების გამო, რომ ახალი პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარ ოპოზიციურ პარტიას დაშლიან. ეს არის ავტორიტარული პრაქტიკა, როდესაც ოპოზიციას ემუქრები. ეს არ არის დიალოგის წარმოება, ეს არის გზა დიალოგისა და საჭირო რეფორმების განადგურებისკენ. მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარი თქვას ამ პროვოკაციაზე. ასევე მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეხედონ სერბეთის მაგალითს, სადაც მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციასთან და მაშინ მან არჩევნების გამართვა არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს გადაწყვიტა.

დაბოლოს, მინდა მივმართო ოპოზიციას, თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა. ნუ დაუშვებთ, რომ პროვოკაციებმა შედეგი გამოიღოს და დიალოგის და საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლოებები  განადგურდეს. საქართველოს სჭირდება ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და არა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია. იმედი მაქვს, ორივე მხარეს ეყოფა პასუხისმგებლობა და რაციონალიზმი, რათა მიაღწიონ საქართველოსა და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას“, – განაცხადა კუბილიუსმა

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: 2020 არჩევნებიევროპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved