• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა, ახლა ზემოდან ასფალტს რატომ აგებთ?” – “ჩემი ქალაქი მკლავს”

ალია ავტორი - ალია
00:36 01-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,924

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს”, წერილს ავრცელებს:

გვინდა, გამოვეხმაუროთ დღეს განვითარებულ მოვლენებს – წერეთლის გამზირზე ჩამავალი ყველა გზა ჩაიკეტა და დარჩა მხოლოდ ერთი, სადგურის მოედნიდან გასასვლელი.

ეს გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ნაჩქარევად იყო მიღებული, რადგან ინფორმაცია ჩვენც დღეს დილით მივიღეთ, ისიც მოსახლეობისგან, რომელიც საცობში იდგა საათობით.

იმას ყველას ვიაზრებთ, რომ ასფალტის საფარი იგება და ავტომობილების მოძრაობა იქ დაუშვებელია, თუმცა დღის განმავლობაში გზა არ დაგებულა, დაიწყო მხოლოდ საღამოს გზის საფარის დაგება, სწორი იქნებოდა, რომ კედიას ქუჩა, ბათუმის ქუჩა და თევდორე მღვდლის ბოლო მხარეს ეს გზები გახსნილიყო , რათა ნაკლები საცობი ყოფილიყო დღეს დიდუბეში.

ასევე, დღის განმავლობაში ხალხს არ ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ ყველა ჩასასვლელი ჩაკეტილი იყო და ამან შექმნა სრული ქაოსი, საპატრულო პოლიციაც არ იდგა და არ არეგულირებდა მეორეხარისხოვან გზებს, სადაც საათობით იდგნენ მოქალაქეები საცობში, რომ ვკითხეთ, რატომ არ რეგულირდებოდა მოძრაობა ამ გზებზე, გვიპასუხეს, რომ რა დავალებაც ჰქონდათ, იმას ასრულებდნენ, იდგნენ წერეთელზე მანქანაში, ამ გზაზე ვერ შემოვიდოდა ვერც სასწრაფო, ვერც სახანძრო ბრიგადები.

ასევე, როდესაც ასეთი რამის გაკეთება იგეგმება, აუცილებელია, იქ მაცხოვრებელებს გაეგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება წინა დღეს, რათა თადარიგი დაიჭირონ, ეს ნაბიჯიც არ გადადგმულა, ეს შემთხვევა გვახსენებს მიშა რომ უცებ აკეთებინებდა გზებს და შენობებს, ფასადურად, ნელ-ნელა მაქეთკენ მიდივართ?
უნივერსიტეტის ქუჩის ტროტუარი Has Left The Chat

ამ საკითხში ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ უწყებას, თუ მოგვაწვდიან წინასწარ ინფორმაციას, ჩვენ მზად ვართ, გავავრცელოთ ასეთი და ქალაქისთვის მნიშნველოვანი სხვა სახის ინფორმაცია.

ახლა ვრცელდება თქვენი მესიჯბოქსი, ტროლებისა და გამგეობის თანამშრომლების ხელით რაც იწერება, თითქოს გვამადლით რამეს, რომ ეს გზა კეთდება, ძველი კომპანია გაუშვით და ახლები მოიყვანეთ
რამდენიმე თვეა, დიდუბის მაცხოვრებლები მტვერში, ტალახში და გამონაბოლქვში არიან იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში 1-2 ტრაქტორი მუშაობდა (იპოდრომის ტრაქტორს ვერვერთი ვერ შეედრება, ის 1 წელი გაუნძრევლად იდგა) და რომ დავწერეთ იმაზე, რომ იანვრის ბოლოს სრული რეაბილიტაცია ვერ ესწრებოდა, მერიის “მტრებად და მატყუარებად” შეგვრაცხეთ, თუმცა იანვრის ბოლოს, ფაქტია, სრული რეაბილიტაცია ვერ ესწრება, მერე გამოჩნდა “გუთენ ტრაკენის სტანდარტი” , რის შემდეგაც გაუშვით კომპანიები იმ მიზეზით, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები ჩატარებული, თუმცა აქაც გვაქვს კითხვა, თუ სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა, ახლა ზემოდან ასფალტის საფარს რატომ აგებთ? რაც უხარისხოდ კეთდებოდა, ის 1 კვირაში გამოსწორდა?
და 18 მილიონ ლარად შემოუშვით რამდენიმე კომპანია, რომლებიც, ფაქტია, სწრაფად მუშაობენ (ამდენი სამშენებლო ტექნიკა ერთად არსად გვინახავს) , ასე რომ ემუშავათ აქამდე, უკვე დასრულებული იქნებოდა წერეთლის გამზირი და მადლობასაც გეტყოდით

ამიტომ ის მესიჯბოქსი, თითქოს ეს უმადური ხალხი რაღაცებს ვერ ხედავს, ცოტა არ იყოს და უხერხულია, რადგან ამ ხალხისგან იღებთ ხელფასს და აიწყეთ ცხოვრება, და ზუსტად ეს ხალხი 1 წელი ტალახში და მტვერში ელოდებოდა ავტობუსს, რომლებიც ყოველთვის გადავსებულია და ადამიანის ღირსება ილახება იქ ასვლით, თუმცა ამის გამო გზა არასდროს გადაუკეტავთ, ისე, რომ გადაეკეტათ, ალბათ მანამდეც დაჩქარდებოდა პროცესები…

შეცდომების აღიარება სიძლიერის ნიშანია და უკეთესია, ვიდრე შეცდომების გადაფარვა და გამართლება ტროლ-ბოტების მეშვეობით, ამ ბოლო დღეებში ძალიან აქტიური შემოტევა იყო, მაგრამ

ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა და ვაჟღერებთ მოსახლეობის ხმას, რაც აქამდე ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, ამიტომ მოუსმინეთ ხალხს და გაითვალისწინეთ თითოეული მოქალაქის მოსაზრება

თეგები: ჩემი ქალაქი მკლავს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved