• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ორშაბათი, 6 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას…” – რას წერს ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
19:14 05-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
473

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

 

“ნიკა გვარამიას შეიწყალებენ? სასამართლომ ნიკა გვარამიას ბრალდების 182-ე მუხლი („მითვისება ან გაფლანგვა“) გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
მოსამართლემ გვარამიას შეუფარდა 3,6 წლით პატიმრობა.
მაშინვე გამოენთნენ პოლიტიკოსები, რომლებიც განაჩენის გამოცხადებისთანავე ამუნათებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული გვარამია.
„რა დროს დამნაშავის დასჯაა, სასწრაფოდ შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია, თორემ ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს აღარავინ მისცემს“ და ა. შ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რადიკალურ შეფასებებში და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ზღვარგადასულ მცდელობაში ყველას გადაასწრო გაპოლიტიკოს-გაკლოუნებულმა საბჭოთა პროკურორმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც განაცხადა:

“რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა… ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი – ნიკა გვარამია.
იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი ატლანტიკურ ლობისტებს…“

მოკლედ, თურმე ევროპული ღირებულებების დარღვევა და ევროპის განაწყენება ყოფილა დამნაშავისთვის სასჯელის დაკისრება, ხოლო პრეზიდენტისათვის ანტიდასავლურობად ჩაითვლება, თუ ის არ შეიწყალებს ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელს, თუნდაც მას დადასტურებული დანაშაულისთვის ჰქონდეს შეფარდებული სასჯელი.

ნაცებისა და განაცებული პოლიტიკოსების მტკიცებით, ყველას შეუძლია დააფუძნოს ოპოზიციური მედია-საშუალება, მოირგოს შეუვალ ჯავშნად და შემდეგ პასუხი არ აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

თუ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებარება ამგვარ პრიმიტიულ შეტევებს და ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი საფუძვლით მართლაც შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული რომ პრეზიდენტის და ქვეყნის მხედართმთავრის ინსტიტუტი ფეხქვეშაა გათელილი.

იმედი გვაქვს, ქ-ნი სალომე გამოიჩენს მართლაც ევროპულობას და პრინციპულობას, არ დაიზიანებს საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივის ნაცვლად არ მიიღებს ბულინგზე დაქვემდებარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“

 

 

 

თეგები: ნანა კაკაბაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved