• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

ალია ავტორი - ალია
15:35 04-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ევროპაში ავტომობილები თხევადი გაზით უკვე ათწლეულებია საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით იტალიაში და პოლონეთში.

იტალია, შეიძლება ითქვას, ამ სისტემის სამშობლოა. გამოკითხვების მიხედვით, იტალიელები თხევად გაზსს ორი მიზეზით ირჩევენ: პირველი გადასახადია და მეორე კი ინფრასტრუქტურა. იტალიის რიგ ქალაქებში ბენზინისა და დიზელისძრავიანი მანქანებისთვის შესვლა ფასიანია, აი, თხევად გაზზე ტრანსპორტი კი „მწვანე“ მანქანად ითვლება. შესაბამისად, ზედმეტის გადახდა არ უწევთ. 

პოლონეთი ევროპაში პირველ ადგილზეა თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობით და პოლონელები ამბობენ, რომ ეკნომიკური გათვლაა ეს პირველ რიგში. პოლონეთში ბენზინი საკმაოდ ძვირია, თხევადი გაზი კი სტაბილურად ორჯერ იაფია. გარდა ამისა, პოლონეთში ის ავტომობილი ბევრად უფრო უკეთ იყიდება, რომელიც ამ სისტემაზე მუშაობს, მანქანის გასაყიდ ფასს ზრდის. 

სხვათა შორის, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სწორედ ეკოლოგიის გამო, თხევადი გაზის აპარატურის მონტაჟზე სუბსიდიები მოქმედებს და წლიური საგზაო გადასახადები კი უუქმდებათ, ან უმცირდებათ.

გარდა ეკონომიისა, თხევადი გაზის გამოყენებას სხვა პრიორიტეტებიც აქვს:
  • ეკოლოგია – 20 პროცენტით ნაკლებ ნახშიროჟანგს და 90 პროცენტით ნაკლებ ოქსიდებს გამოყოფს, ვიდრე ბენზინი. 
  • ძრავა – კვლევებით დასტურდება, რომ თხევადი გაზის სისტემა არ აზიანებს ძრავას, პირიქით, გაზი უფრო “სუფთად” იწვის, არ ყოვებს ნამწვს ცილინდრებში და ზეთი უფრო დიდხანს ინარჩუნებს თვისებებს. 

ამბობენ, რომ თხევადი გაზი, თითქმის 40–50 პროცენტით გიმცირებს ხარჯს – ვნახოთ, ეს მითია, თუ რეალობა

საქართველოში ბენზინსა და თხევად გაზს შორის ფასის სხვაობა იმდენად დიდია, რომ წესით, ეს კითხვა არც უნდა გაჩნდეს, მაგრამ რატომღაც მაინც ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. 

თუ მანქანა წვავს დაახლოებით 10 ლიტრ ბენზინს, ის დაწვავს 11–12 ლიტრ თხევად გაზს, კი, ლიტრობაში მეტია, ოღონდ, 11–12 ლიტრი თხევადი გაზი თითქმის 35 პროცენტით ნაკლები ღირს, ვიდრე 10 ლიტრი ბენზინი.

აქვე გეტყვი იმასაც, რომ თუ შენ წვავდი 10 ლიტრ ბენზინს და ახლა წვავ 12 ლიტრზე მეტ თხევად გაზს, აპარატი ხომ არ გაქვს გამოსაცვლელი? შემთხვევით, ნამდვილად იდეალურადაა ჩასმული? ხომ ნამდვილად მინიმუმ მეოთხე თაობის აპარატია?

ასევე, თუ სრულად გსურს 40 პროცენტით ხარჯის შემცირება და არც შუმახერი ბრძანდები, მართვის აგრესიული სტიული უნდა დაივიწყო. როცა წინ ხედავ შუქნიშანზე წითელს, არაა აუცილებელით გაზით მიშხუილდე, მიეცი მანქანას საშუალება ინერციით მივიდეს, მაინც წითელია. 

ავტობანზე გამოიყენე კრუიზ კონტროლი, რათა სიჩქარე იყოს მუდმივი, ეს ელექტრო სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლევს აირჩიო კონკრეტული სიჩქარე და ივლის ამ სიჩქარით. ეს მეთოდი, გარდა იმისა, რომ საწვავის დაზოგვაში გეხმარება, დაახლოებით 10 პროცენტამდე ზოგავს საწვავს, ასევე, შორ გზას ისე გაგატარებს, დაღლილობას ვერც კი იგრძნობ. 

დეტალი, რომელიც უმნიშვნელო ჰგონია ბევრს – თუ მანქანის სახურავზე საბარგული გაქვს დამაგრებული, ან ე.წ. ბოქსი და ძალიანაც არ გჭირდება, მოხსენი, ის საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ქმნის მოძრაობისას, განსაკუთრებით, მაღალ სიჩქარეზე და ავტობანზე – მისი მოხსნა, 10–15 პროცენტით გიმცირებს საწვავის ხარჯს. იგივეს გირჩევ ყველაფერზე, რაც არ გჭირდება და მანქანაში გიდევს მაინც, მაგალითად, ძველი, მძიმე ნაწილები, – ყველაფერი, რაც ზედმეტი წონაა, მეტს გახარჯვინებს. 

საბურავები – თუ საბურავში წნევა დაბალია, მანქანას მეტი ჯაფა აქვს მის დასატრიალებლად, თვეში 2–3 ჯერ მაინც რომ შეამოწმო საბურავები, კარგია, იდეალურია, კვირაში ერთხელ, ეს კიდევ 2–3 პროცენტიანი ეკონომიაა. 

ჰაერის ფილტრი და ე.წ. „სვეჩები“,– სანთლები, – თუ ძრავას ჰაერი არ ჰყოფნის და ფილტრი ცუდად მუშაობს, ან ნაპერწკალია სუსტი, საწვავი ბოლომდე არ იწვის და პრაქტიკულად იკარგება ენერგია. ამ ორი დეტალის გამართვაც, თითქმის 10 პროცენტამდე სხვაობას იძლევა ხარჯში. 

მესმის, რომ ყველა დეტალს რაც აქ ჩამოვწერე, ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ნაწილი მაინც რომ გაითავისო, თავისუფლად შეგიმცირდება თხევად გაზზე გადასვლით ხარჯი 50 პროცენტამდე, თანაც იმ პირობებში, როცა სტაბულად წაიღებს დანაზოგის ნაწილს გათბობა–გაგრილების სისტემა. თუ ვერ გაითვალისწინებ ამ დეტალებს, მაშინ, დავჯერდეთ 30–35 პროცენტიან შემცირებას ხარჯის, რა გზაა. 

აუცილებლად გამოჩნდება, ვინმე, ვინც მეტყვის, რომ აი, სამაგიეროოოდ, იცი რა ღირს თხევადი გაზის სისტემის მონტაჟი? 

კი, ვიცი და მეტსაც გეტყვი, ახლა დეტალურად გეტყვი, რა დროში ამოიღებ ამ ხარჯს, თუ ხარისხიან, მაღალი თაობის სისტემას დაამონტაჟებ. 

თუ თვეში გადიხარ 1000 კილომეტს, თვიური დანაზოგის მიხედვით, მონტაჟის ხარჯს ამოიღებ 11 თვეში.

თუ აქტიური მძღოლი ხარ და თვეში გადიხარ 2500 კილომეტს, თვიური დანაზოგის მიხედვით, მონტაჟის ხარჯს ამოიღებ 4,5 თვეში.

თუ კურიერად მუშაობ, ან ტაქსის მძღოლად, შორ გზაზეც ხშირად დადიხარ და თვეში გადიხარ 5 000 კილომეტს, მაშინ, უკვე 2–3–თვეში ამოიღებ მონტაჟის ხარჯს. 

3 თვე, ან 11 თვე ის დრო არაა, რომ მანქანა მოგწყინდეს და გაყიდო, მაგრამ თუ გაყიდვას დააპირებ, გამომდინარე იქედან, რომ მყიდველს ეკონომია გარანტირებული აქვს თხევადი გაზის აპარატის წყალობით, მანქანა ბევრად სწრაფად და უმეტესად, უფრო ძვირადაც იყიდება. 

თუ არ გაყიდი და დაიტოვებ, მაქსიმუმ 11 თვე და ხარჯის შემცირებით, უკვე თავისუფალი ფული გრჩება. 

სად სჯობს თხევადი გაზის აპარატის მონტაჟი? მანქანის რომელ ნაწილში? – სათადარიგო საბურავის ადგილას, თუ საბარგულში?

ტოროიდული ბალონი სათადარიგო საბურავის ადგილას მონტაჟდება, საბურავს წააგავს ფორმით და ზუსტად ჯდება იქ, სადაც საბურავი უნდა ყოფილიყო. ეს ყველაზე პოპულარული არჩევანია დღეს რიგი მანქანებისთვის, საბარგული თავისუფალი გაქვს, გარედან არ ჩანს, იდეალური სედანებისა და ჰეჩბეკებისთვის. მინუსი ის აქვს, რომ სათადარიგო საბურავის ადგილი აღარ გექნება. რაც შეეხება მის ტევადობას, 35–დან 52 ლიტრამდე საწვავს იტევს, 

ცილინდრული ბალონი საბარგულის სიღრმეში თავსდება, ეს არის კლასიკური, მოგრძო ფორმის ბალონი, და მაგრდება უკანა სავარძლის საზურგესთან, მისი მთავარი პლიუსი მაინც ტევადობაა – იგი შეიძლება იყოს 60, 80 და 100 ლიტრიანიც კი. რაც იმას ნიშნავს, რომ იშვიათად დაგჭირდება მისი შევსება. მინუსს რაც შეეხება, საბარგულში სივრცე მცირდება და უკანა სავარძლების გადაწევა, მაგალითად, რამე ნივთის გადასატანად იზღუდება. იდეალურია დიდი ჯიპებისთვის. ასევე მათთვის, ვინც კურიერად, ან ტაქსზე მუშაობს და ბევრს დადის, შესაბამისად, საწვავიც მეტი სჭირდება. 

თუ არ გიწევს ბევრი სიარული მანქანით და პირიქით, საბარგული უფრო მეტად გჭირდება, მაგალითად, პროდუქტებისთვის, პირადი ნივთებისთვის, მაშინ სჯობს, ტოროიდული დაამონტაჟო.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თხევადი გაზის სისტემის მონტაჟის, მაგრამ ჯერ ერთი ეს ორი ყველაზე გავრცელებულია და მეორე, ეს, მესამე ვარიანტი ყველა ავტომობილისთვის არ არის, ამიტომ, დღეს ამ მეთოდს არ განვიხილავ, თუ თქვენი მანქანა ამ მოდელისთვის გამოსადეგი იქნება, პროფესიონალი გეტყვით. 

ვინ უნდა დაამონტაჟოს თხევადი გაზის სისტემა?

მთავარი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვა სწორედ ესაა, არავითარ შემთხვევაში არ დაამონტაჟებინო არაპროფესიონალს, არ სცადო თანხის დაზოგვა ამ გზით, ეს შეიძლება ძალიან ცუდად შემოგიბრუნდეს და ბევრად ძვირი დაგიჯდეს მოგვიანებით.

თანამედროვე სისტემა რთული კომპიუტერული მექანიზმია, უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ ძრავა ყველა რეჟიმში კარგად მუშაობდეს, არასწორად დაყენებული პროგრამა იწყებს საწვავის გადახარჯვას და საბოლოოდ კი აზიანებს ძრავის სარქველებს. 

პროფესიონალმა იცის, რომ კომპლექტში უნდა შედიოდეს ერთი ბრენდი მხოლოდ, მაგალითად, თუ იტალიურს ამონტაჟებს, – არაიტალიური, იაფფასიანი, მეორადი ნაწილები არ უნდა გამოიყენოს, თორემ სისტემის მუშაობა ვეღარ იქნება სტაბილური. 

თხევადი გაზის სისტემაში მაღალი წნევაა, მილები რომლებიც გამოყენებულია, უნდა იყოს სპეციალური, ვიბრაციასა და დატვირთვაზე გათვლილი. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, როცა არაპროფესინალის მიერ დაყენებული სისტემიდან, სწორედ მილების იზოლაციის დარღვევის შედეგად, გაზს გაუჟონავს. 

სისტემა დამონტაჟების შემდეგ უნდა შემოწმდეს სპეციალური დეტექტორით.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არაპროფესიონალი ვერ გაძლევს გარანტიას, არ გაქვს სერვისი, მაგალითად, ფილტრების შეცვლაზე, ყოველ 10 000 კილომეტრზე. 

და თუ ვერ დაგარწმუნე აქამდე, კოზირი მაქვს, არა, ჯოკერი, საქართველოს რეგულაციებით, თხევად გაზზე მომუშავე მანქანა გადის სპეციალურ შემოწმებას, იმისათვის, რომ მანქანამ გაიაროს ეს შემოწმება და ხელახლა არ გახდეს დასაშლელ–ასაწყობი, სჯობს, პროფესიონალს გააკეთებინო. 

თან, როცა დღეს, პროფესიონალების პოვნა უკვე აღარაა სირთულე, არსებობს საიტი, სადაც თხევადი გაზის ნებისმიერ აპარატს გთავაზობენ პროფესიონალები, სრული სერვისებით, წლებია ამ საქმით არიან დაკავებულნი, აქვთ რეკომენდაციები კლიენტებისგან. გადახედე, შეარჩიე, დაურეკე, შეუთანხმდი, გაარკვიე გარანტიის საკითხი, დეტალები, რომლებიც ახლა ამ ბლოგში გაიგე, ჰკითხე და წვრილად მოაყოლე. 

ასე მარტივად, კი, თუ თხევადი გაზის მონტაჟი გინდა, მზა კატალოგი შეგიძლია პირდაპირ ახლა გახსნა და თუ თხევარი გაზის დაყენება ჯერ ისევ არ გინდა, მაინც ახლავე გახსენი და მერე შეინახე, რადგან, მომავალი მაინც საწვავის ეკონომიასა და ეკოლოგიაშია.

(R)

 

თეგები: თხევადი გაზითხევადი გაზის აპარატითხევადი გაზის აპარატის მონტაჟითხევადი გაზის დაყენება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved