• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ რეჟისორს მოვიწვევდით, სერიოზულ კომედიას გადაიღებდა – პარტიას რა უნდა დაარქვან, „ოცნების ბუსტერი“? – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:42 07-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
793

ეს არის უხარისხო, ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია – აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია.

„აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და „ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ანუ, რის გამო გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“ გაუგებარია. ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა და შემდეგ კობახიძე იცავდა წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. რასაც ამბობს კობახიძე, იგივეს იმეორებენ. ეს არის უხარისხო ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან – „ოცნების“ მოადგილეთა პარტია?!, თუ „ბუსტერ-პარტია?!“. ძალიან სასაცილოა. პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია, რასაც ისინი აკეთებენ. ამ ვირ-ეშმაკულ თამაშში იმდენად უჩანთ ყურები და ორგანოები, სასაცილოა. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას „ხლაფორთობენ“ და რას „ხლაფორთობენ“ თვითონაც ვერ ხვდებიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს .

ინტერპრესნიუსი.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved