• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში – 4 ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
23:48 09-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,476

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

გამოქვეყნდა პარტიების საარჩევნო სიები. მთავარი მიღწევა ამ პროცესში არის ის, რომ ოპოზიციამ შესძლო გაერთიანება და არჩევნებზე ოთხი კონკურენტუნარიანი ბლოკით გასვლა.
კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ოთხი ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს, ხოლო დანარჩენი ორი მრავალსუბიექტიანი ბლოკია, სადაც მინიმალურად თუ შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი თითოეული მხარე. ვინმეს ჩაჩოჩების არც სურვილი და არც მცდელობა არ მქონია და არც იქნებოდა სწორი.
პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი არის პარტია. არ არის ადვილი ამ სისტემაში ბალანსის დაცვა. ბევრი რამის ატანა უწევს ადამიანს. როცა გარემო აუტანელი ხდება, გიწევს მისი დატოვება. ამით ხდები ბედნიერი და თავისუფალი. ეს გიბრუნებს ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას, უფრო სანდო ხდები ამომრჩევლისთვის და მედიისათვის. ამას აქვს მეორე, უარყოფითი მხარე-პარტიულ ფესვებს და ზურგს მოწყვეტილი ვერ შეძლებ იმის გაკეთებას, რასაც პარტიასთან ერთად შეძლებდი, ვერ დაეუფლები თუნდაც ისეთ მძლავრ ტრიბუნას, როგორიც არის პარლამენტი.
პოლიტიკაში მარტოხელა მებრძოლი რომანტიკოსები თავიდანვე უნდა შეეგუონ ამ ფაქტს.
რა თქმა უნდა, შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში. მეამაყება, რომ “ევროოპტიმისტებმა”, რომელიც ხატია დეკანოიძესთან ერთად დავაფუძნეთ, ჩვენი მოკრძალებული კვალი დავტოვეთ ამ მოწვევის პარლამენტის ცხოვრებაში. 26 კანონპროექტი დავუტოვეთ მომავალ პარლამენტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისეთი პარლამენტი გვეყოლება, რომელიც დიდხანს არ შემოდებს ამ დოკუმენტებს თაროებზე.
რომ შევაჯამოთ: პარლამენტში საქმიანობის გაუგრძელებლობა ჩემი პოლიტიკური არჩევანი იყო.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერ იგრძნობთ, ვარ თუ არა პარლამენტში. ვიქნები კვლავინდებურად აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დავუდგები ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე.
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთანაც მიწევდა თანამშრომლობა. მადლობა “ევროოპტიმისტების” ახალგაზრდა და ნიჭიერ შემადგენლობას, რომელთა წვლილი დიდია პარლამენტში ჩვენი მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved