ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, კვირა, 26 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ მიპასუხებთ, გპირდებით, აგიხსნით…” – ირაკლი ერაძე ელისაშვილსა და ვაშაძეს საპენსიო საკითხებზე კითხვებით მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:04 02-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

ფინანსისტი ირაკლი ერაძე ალეკო ელისაშვილს და გიორგი ვაშაძეს საპენსიო საკითხებზე ღია კითხვებით მიმართავს და წერს:

“რამდენიმე დღის წინ საპენსიო საკითხებზე ბატონ ალეკო ელისაშვილს საჯაროდ ვთხოვე ეპასუხა რამოდენიმე კონკრეტული შეკითხვისთვის, მაგრამ “გაგიკვირდებათ“ და ვერაფერი კონკრეტული ვერ მოვისმინეთ. გუშინ უკვე ბატონი გიორგი ვაშაძეც (სტრატეგია აღმაშენებელი) გამოვიდა და კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი ტონით და სერიოზული სახით ბევრად მეტი პოპულიზმი დაატრიალა. აი რას გადავეკიდე ამ ორ ადამიანს, მაგრამ ორი მიზეზი მაქვს. ერთი ის, რომ როდესაც საქმე ისეთ საკითხს ეხება სადაც რიცხვები თემის განუყოფელი ნაწილია და მისი ან წვალება ხდება, ან კიდევ ჰაერზე სროლა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თავად მყავს პენსიონერი მშობლები და ადამიანურად მოქმედებს როდესაც ვინმე ესე უაპელაციოდ ატყუებს. შეიძლება ძალიან არარეალურს ვთხოვ ჩვენს პოლიტიკოსებს, მაგრამ მართლა მინდა ამ ქვეყანაში ისინი ადამიანებს (საარჩევნო ხმის მასას მათთვის!) სულელებად არ თვლიდდნენ. მინიმუმ ჩემს მშობლებს არ ატყუებდნენ და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 60 მილიონის მაგივრად ერთ მილიარდს არ ამბობდეს, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ფულის მასა როგორ იქმნება აი ეგ რომ არ იცის…

ისე, ჩვენში დარჩეს, და ამხელა „უზარმაზარი“ პოლიტიკური გამოცდილების პოლიტიკოსს და მის პარტიას რომ მერის არჩევნებზე ბატონი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ გაჯობებს, მინიმუმ ხომ უნდა დაფიქრდე მაინც?

ისევ ვცდი და იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი მაინც მიპასუხებს რამოდენიმე უწყინარ შეკითხვაზე.

1) ბატონო Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე, თქვენი ინიციატივის საფუძველზე, ძირითადი ურბანული დასახლებების გარდა, ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს პენსიის დარიგების ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიუჯეტს პენსიის დარიგება ტვირთად არ აწევს, თქვენ ბევრი იფიქრეთ თუ ცოტა, გვთავაზობთ, რომ ფოსტამ დაარიგოს პენსიები და ამით ახალი ხარჯები გავუჩინოთ ბიუჯეტს. ეს რამდენად იქნება საკითხის ჭკვიანურად მოგვარების გზა ამას რომ თავი დავანებოთ, დათვლილი გაქვთ თუ არა, დაახლოებით რამხელა ხარჯზეა საუბარი? გთხოვთ კონკრეტული თანხა თქვათ და არა ხმამაღალი ლოზუნგები.

ისე, ჩვენში დარჩეს და როგორც ვიცი თქვენს ინიცირებულ კანონპროექტში მითითებული გაქვთ, რომ “კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე”.

2) თქვენ საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, გამოსავლად მიგაჩნიათ არჩევანის თავისუფლება. თქვენ ამბობთ, რომ თუ პენსიონერებს ექნებათ საშუალება რომელ ბანკშიც უნდათ სესხის აღება იქ აიღონ, მაშინ შემცირდება პროცენტი. ა) ფლობთ თუ არა ინფორმაციას, რომ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს 4-ჯერ მეტი ვალდებულებები აქვთ სხვა ბანკებში, ვიდრე “ლიბერთიში”? ბ) თუ ასეთ ინფორმაციას ფლობთ, მაშინ იქნებ აგვიხსნათ ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ასკვნით, რომ პენსიონერებს არ აქვთ სესხის თავიანთი შეხედულებისამებრ აღების შესაძლებლობა?

3) იქნებ განმარტოთ, რას ნიშნავს პენსიით უზრუნველყოფილი სესხი? იცით თუ არა, რომ პენსია შემოსავლის უზრუნველყოფაა, ხოლო ე.წ. საპენსიო სესხი ჩვეულებრივი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტია? საერთოდ ფლობთ თუ არა ინფორმაციას რა სხვაობაა შემოსავლის დადასტურებასა და სესხის უზრუნველყოფას შორის?

4) როცა პენსიის (როგორც შემოსავლის წყაროს) საფუძველზე სესხის აღებაზე ვსაუბრობთ, იქნებ განმარტოთ, რომელი იურიდიული დოკუმენტი ზღუდავს სხვა ბანკებისთვის პენსიის შემოსავლის წყაროდ აღიარებას?! კონკრეტულად რომელ ბანკს არ აქვს პენსიის PTI-ში გათვალისწინების შესაძლებლობა?

5) წამყვანის შეკითხვაზე უპასუხეთ რომ დათვლილი გაქვთ (კალკულიატორით თუ ექსელით ვერ მივხვდი ოღონდ), რომ თუ თქვენი ინიციატივები სისრულეში მოვა, სესხები 20%-ზე დაბალი ინება. იქნებ დააზუსტოთ, რა არის ეს 20%? ეფექტური თუ ნომინალური? აქვე იცით თუ არა რამდენია ე.წ. საპენსიო სესხების მსგავსი მოცულობის სესხების შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთები? თუ ამ ინფორმაციას ფლობთ, მაშინ კითხვა მაქვს, როგორ აპირებთ ეფექტურ 20%-ში გასცეთ სესხი მაშინ, როცა ნომინალური განაკვეთი ამავე ტიპის სესხებზე 26%-ია? ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია დამუშავებული გაქვთ?

6) და ბოლოს, სიცოცხლის დაზღვევას როცა ახსენებთ, იცით თუ არა, რომ 60+ ასაკის მქონე ადამიანებზე ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი უბრალოდ არ არსებობს? ოღონდ ეხლა ამას ისეთი ყური არ მოაბათ თუ როგორი არაადამიანურები არიან სადაზღვევო კომპანიებიც რომ მსგავს პროდუქტს არ ქმნიან, სულ სხვა რამეშია აქ საქმე და თუ მიპასუხებთ გპირდებით აგიხსნით.

თუ გადაწყვეტთ და პენსიონერი მშობლების ერთ ჩვეულებრივ შვილს პასუხი დამიბრუნოთ, გთხოვთ რომ ცოტა რიცხვები მაინც გაურიოთ.”

თეგები: ალეკო ელისაშვილიგიორგი ვაშაძეირაკლი ერაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
ბილაინი აბონენტებს ახალ ხმოვან პაკეტებს სთავაზობს
ბიზნესი

ბილაინი აბონენტებს ახალ ხმოვან პაკეტებს სთავაზობს

16:13 06-20-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved