შარლ მიშელის დოკუმენტით, “ორი პოლიტკრიმინალი” გათავისუფლდა სხვებზე კი მემორანდუმი არ ვრცელდება და შეიძლება ისინი პასუხისგებაში მიეცნენ – ირაკლი კობახიძე დაჭერების ახალ ტალღას აანონსებს.
ირაკლი კობახიძე:
“თუ ვინმეს აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაული, ბუნებრივია, ვერანაირი მემორანდუმი ვერ გაათავისუფლებს. მემორანდუმში საქმე ეხებოდა ორ კონკრეტულ პირს, რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმით, სხვა პოლიტიკური კრიმინალების მიმართ შეიძლება სამართლებრივი საქმეები გაგრძელდეს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია.
ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მათ შორის მელიას შემთხვევაში, ვინ ვის მოერეოდა მაგაზე მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით მასზეც გავრცელდება ბუნებრივია სამართლებრივი დევნა და შეიძლება დადგეს შესაბამისი განაჩენი”
კომენტარები