• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზე არ დაუშვებენ

ალია ავტორი - ალია
16:32 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, ჩოგბოურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, არც საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე დაუშვებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ახალი კანონი, რომ ტურნირებზე მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან, მოქმედებს როგორც მაყურებლებზე, ისე მოთამაშეებზე. მინისტრის თქმით ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისს არ დაუშვებენ.

მინისტრი ამბობს, რომ როლან გაროსი, რომელიც ოთხი დიდი სლემიდან ერთ-ერთია, მაისში იმართება და ის იმედოვნებს, რომ იქამდე სიტუაცია შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ კვირას  მსოფლიოს N1 ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის დატოვება მოუწია, ის ავსტრალიის დიდ სლემამდე დაადეპორტეს, რადგან აცრილი არ იყო.

ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრაზე უარს აცხადებს, მელბურნის აეროპორტში 5 იანვარს დააკავეს და საიმიგრაციო სასტუმროში გადაიყვანეს.  

საქმე ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში აუცრელობის გამო ვიზის შეჩერებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ეხებოდა. 

12 იანვარს კი ჩოგბურთელმა აღიარა, რომ მისი საიმიგრაციო ფორმა შეცდომით იყო შევსებული და დეკემბერში კორონავირუსით განსაზღვრული რეგულაციები დაარღვია. 

ჯოკოვიჩის თქმით, დეკემბერში სპორტული გამოცემა L’equipe-ის ჟურნალისტს ინტერვიუსთვის მას შემდეგ შეხვდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და მიზეზად მის გარშემო გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაქარწყლება დაასახელა.

ჯოკოვიჩმა ასევე აღიარა, რომ მან ავსტრალიაში შესვლამდე მოგზაურობის შესახებ ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

ჯოკოვიჩის თქმით, მისმა წარმომადგენელმა შეცდომა ფორმის იმ ნაწილში დაუშვა, რომელიც მისი მოგზაურობის ისტორიას ეხებოდა. 

მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლამდე 14 დღით ადრე არ უმოგზაურია. თუმცა უახლესი ანგარიშების მიხედვით ავსტრალიამდე ის ჯერ სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმყოფებოდა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved