• რეკლამა
  • კონტაქტი
15:05, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, ეს არ არის ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბრალი”

ალია ავტორი - ალია
16:23 02-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭაბერაშვილი, კორონავისრუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელს პოსტს აქვეყენბს.

მისის თქმით, საქართველოში, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მთავარია სიმშვიდის და ადეკვატურობის გამოჩენა. 

“მთავარია, არ იყოს პანიკა!

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი და სიჩქარე ისეთია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, წამყვანი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები გამუდმებით გვაფრთხილებენ 2 რამეზე:

– პრაქტიკულად, ვერცერთი ქვეყანა აცდება ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას, და- თავად დაავადება იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს.

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოში გავითვალისწინოთ შემდეგი:

1. თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, ეს არ არის ხელისუფლების (და არც ოპოზიციის) ბრალი. საზღვრებს მთლიანად ვერ ჩავკეტავთ, ხოლო მხოლოდ ჩინეთთან ან ირანთან ან იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა არ უშველის. ვირუსი დაფიქსირებულია საფრანგეთში, გერმანიაში, დღეს უკვე შევიცარიაში და ა.შ.

2. არ უნდა დავადანაშაულოთ ხელისუფლება იმაში, რაც მის კონტროლს მიღმაა, რადგან ისედაც არაკომპეტენტური და თავმოუბმელი მთავრობა გვყავს და რაც უფრო ზედმეტი და უსარგებლო ზეწოლის ქვეშ მოვაქცევთ, მით უფრო არაადექვატური და არაეფექტური იქნება მისი მოქმედება. სამწუხაროდ, მთავრობა გვყავს ისეთი, როგორიც გვყავს (შემოდგომამდე) და ახლა ამაზე წუწუნი უსარგებლოა.

3. მადლობა ეკუთვნით ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებიც მაქსიმუს აკეთებენ, რომ ჩვენი საზოგადოება პანიკას არ აყვეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, მარტო ამ ორი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არაა.

4. თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, მთავრობამ მასზე რეაგირება ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ამარა არ უნდა დატოვოს, რადგან

– დაავადების შემთხვევათა მართვა სცდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციას და წინა პლანზე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გამოვიდეს, რადგან მთელი ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო

– საზოგადოებრივ რეაქციებს გავლენა ექნება ბევრ ისეთ სფეროზე, რომელიც არათუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციათა მიღმაა და ამიტომ აუცილებელია, მთავრობის ადექვატური მოზადება და ეფექტური პასუხი

5. ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, როგორ მზადყოფნაშია მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებას პანიკისკენ უბიძგებს არა მხოლოდ დაავადებისადმი გადამეტებული შიში, არამედ მთავრობისადმი უნდობლობა, რომ ამ მთავრობას რაიმე კრიზისის მართვა ეფექტურად შეუძლია. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ დაანახოს მოქალაქეებს, რომ იგი მზადაა ყველა შესაძლო სცენარისთვის.

6. ვიცით რა, როგორ მთავრობა გვყავს, ამიტომაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება პოლიტიკოსებს და მედიას, რომ ჩვენმა ერთმა სიტყვამაც კი არ გამოიწვიოს დაბნეულობა, გაუგებრობა, პანიკა და არ აიძულოს მთავრობა, თავად ჩავარდეს პანიკაში.

7. დაავადებით გამოწვეული ჯანდაცვის ტვირთი შეიძლება იმდენად მძიმე არ იყოს, რამდენადაც მისი ეკონომიკური ეფექტი. მსოფლიო საფონდო ბირჟები უარყოფითად რეაგირებენ კორონავირუსის გავრცელების არეალის ზრდაზე. ჩვენ, როგორც მსოფლიო ეკონომიკის პერიფერია, ამას შეიძლება ჯერ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გასათვლელია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საზღვრების ჩაკეტვას და სხვა ღონისძიებებს ჩვენთან ტურისტულ ნაკადზე, იმპორტ-ექსპორტზე, შესაბამისად, ლარზე, შესაბამისად, ფასებზე და ა.შ.

ვიმეორებ:

ჩვენი ყველას ინტერესშია, მოვიქცეთ რაც შეიძება მშვიდად, აუღელვებლად და რაციონალურად”.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved