• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ კითხვის დასმას გადაწყვეტთ, საპატიმროში გასამგზავრებელი ზურგჩანთა მაინც მზად გქონდეთ” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:44 09-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

საინფორმაციო საზოგადოება კონკრეტული ცნებაა, გულისხმობს ინფორმაციის ფართო გავრცელებას, ყველასათვის ხელმისაწვდომობას და ბუნებრივია, საჯარო მსჯელობას. ჰოდა, ასეთ საზოგადოებას აშენებენ მოწინავე ქვეყნები. პრეზიდენტ ტრამპს კითხვებს პოლიტიკოსებიც უსვამენ და ჟურნალისტებიც, ბიზნესმენებიც, მეცნიერებიც და პენსიონერებიც. მეტიც, პოლიტიკოსებს ტრამპის იმპიჩმენტის ანუ გადაყენების მცდელობა ორჯერ ჰქონდათ.

სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ან ბრიტანეთის პრემიერმა ან გერმანიის კანცლერმა ან თუნდაც, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის ან პოლიტიკოსის დასმულ კითხვას ასე უპასუხოს: ეს აგორებული კამპანიაა და გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ და რატომ აგორებს ამ კამპანიას.

მთლად წარმოუდგენელია, რომ გამოძიებამ ის პოლიტიკოსი ან ჟურნალისტი დაკითხოს, რომელიც კითხვებს სვამს. მსგავსი რამ ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ კობახიძემ საბჭოთა ქვეყანაში დაგვაბრუნა და არც ერთ ჩვენგანს აღარ აქვს უფლება იკითხოს: რა ესაქმებათ ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს?! ასეთ კითხვას ერთი კაცი დასვამს, თუ ათასი, მნიშვნელობა არა აქვს. კობახიძე ამგვარი კითხვის დასმის უფლებას გართმევთ და გამოძიებით გემუქრებათ.

აკვირდებით, რომ კობახიძის პრემიერობის პერიოდში ყველა პრობლემასა და ყველა დასმულ კითხვაზე კობახიძე იდენტურად გვპასუხობს: შეთქმულებაა, რევოლუციას ამზადებთ, ერთმანეთთან შეკრულები ხართ, თქვენს უკან მტრები დგანან, გამოძიება დაინტერესდება, ყველას დაგიჭერთ!

დავით გარეჯი ლავრაა, ეს განსაკუთრებული სტატუსიაა. დავით გარეჯი უნიკალური ძეგლია, სულიერი ცენტრია და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ დაიცვას დავით გარეჯი. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ დასვას კითხვები და მოითხოვოს პასუხები, მაგრამ ფელიქს კობახიძე ან გგნებავთ, ირაკლი ძერჟინსკი ასე არ ფიქრობს. თქვენ ლაზარე ჯორბენაძის სიკვდილის გამოძიებას ითხოვთ, გამოძიება კი, ირაკლი ძერჟინსკის დავალებით, გიბარებთ დაკითხვაზე და გეკითხებათ: კიდევ რა დეტალები იცით ლაზარე ჯორბენაძის სიკვდილის შესახებო ანუ სრულ აბსურდში ვართ და მთავარი- კობახიძე ვერ ხვდება, რომ ხალხის მსახურია და ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ის დიდიხანია ფეოდალად იქცა და მოქალაქეებს ყმებად განიხილავს. ამიტომ არც კითხვებს პასუხობს, არც ვალდებულებას გრძნობს, პირიქით, ვისაც უნდა, დაკითხავს, ვისაც უნდა, ჯაშუშად გამოაცხადებს და ვისაც უნდა, დააპატიმრებს.

მოკლედ, თუ კითხვის დასმას გადაწყვეტთ, საპატიმროში გასამგზავრებელი ზურგჩანთა მაინც მზად გქონდეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved