• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება, ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება – ეს ერთადერთია რაც სოხუმიდან წამოვიღე” – ეკა წივწივაძე

ალია ავტორი - ალია
17:52 01-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

ჟურნალისტი, ეკა წივწივაძე:

“ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას: “რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები”.

ბებიაჩემი გარდაიცვალა, მამაჩემი გარდაიცვალა, მე რომ გარდავიცვლები თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება, ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება.

ასე იქნება აფხაზეთიდან ყველა დევნილის შემთხვევაში. აფხაზეთში რომ გვეცხოვრა ჩვენი შვილებიც იქ დაიბადებოდნენ და რა გასაკვირია დევნილების შვილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ?!

და თუ დევნილები არ ეყოლება სახელმწიფოს – შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაბრუნებელიც არავინ ეყოლება მთავრობას, რომელიც თავის ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაციას ასახელებს !!!

წლებია სახელმწიფოსგან “იმ 45 ლარიან” დახმარებას არ ვიღებ, არც დევნილების კორპუსში ვცხოვრობ, რაც გავთხოვდი, მაგრამ ამ სტატუსს არასდროს მოვიხსნი, მიუხედვად იმისა, რომ ჩემთვის ხშირად დამცირების მომტანია საკუთარ სამშობლოში მისი ტარება. იმიტომ რომ ეს ერთადერთია რაც აფხაზეთიდან დამრჩა, ეს ერთადერთია რაც სოხუმიდან წამოვიღე.

და კიდევ მავან ჭკუისდამრიგებელთა საყურადღებოდ – 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!!!

ლტოლვილი ჰქვია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსახლებულ პირს.

ჩვენ იძულებით ადგილნაცვალი პირები ვართ.

ი ძ უ ლ ე ბ ი თ !!! ამ სიტყვას კარგად გაგება უნდა.

ძალიან მიყვარს თბილისი. ხუთი წლიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ჩემი სამყარო ახლა აქ არის, მაგრამ ხვალ რომ იყოს დაბრუნება, არცერთი წუთი არ დავრჩები. ჩემ ბევრი თაობით თბილისელ შვილებთან ერთად დავბრუნდები, ჩემთან, სოხუმში, ჭავჭავაძის 48 ნომერში, ჩემს სახლში.

და კიდევ ერთი დეტალი – ხშირად დევნილებს “ეტენებათ” ყველა მანკიერი ქმედება, ბინების გასხვისება, შენობებში შეჭრა და ა.შ….

აქვე ცნობისთვის, ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი არ არის, ისევე როგორც ყველა დევნილი არ არის სოციალურად დაუცველი.

და თუ ვინმე დევნილს ზედმეტი ბინა მისცა ხელისუფლებამ, მიზეზები გაურკვეველ კომისიებში მოიკითხეთ და დასვით კითხვა – რატომ!!!

აფხაზეთში ღარიბი არ არსებობდა!!! ყველამ იცის რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან, თუ ახლა სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო (აი, ვისაც ეს გშურთ მთელი გულით გისურვებთ რომ თქვენც დაგჭირდეთ სახელმწიფოსგან 36 კვადრატული).

პ.ს მე ეგეც არ მინდა, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით ვიყიდე უკვე !!!!”

თეგები: ეკა წივწივაძეოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved