• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ არჩევნები გაყალბდა, მოგვიწევს, რიგი სანქციები გავატაროთ, მათ შორის, შევაჩეროთ ვიზალიბერალიზაციაც” – ჰერჩინსკი

ალია ავტორი - ალია
13:24 09-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ადასტურებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ახლა ევროკავშირი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება და თუკი ეს პროცესი გაყალბდა, EU საქართველოსთან მიმართებით შეზღუდვებს აამოქმედებს, მათ შორის საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც.

კანონები, რომელიც საქართველომ მიიღო, ზრდის დისტანციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ახლა ყველაფერი მაგიდაზე დევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ჩათვლით. ჩვენ არჩევნებს დაველოდებით. თუ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, ევროკავშირი ითანამშრომლებს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდა, ევროკავშირს აქვს ხელსაწყოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკი ასევე ბელარუსის მაგალითს იხსენებს, სადაც არჩევნების გაყალბების შემდეგ ევროკავშირმა ამ ქვეყნის მიმართ კონკრეტული სანქციები აამოქმედა. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს, ევროკავშირის სტანდარტებს უნდა მოერგოს, რომელიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის.

ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომელსაც უნდა მოერგოს ყველა ქვეყანა, ვისაც უნდა, იყოს ჩვენი ნაწილი. ამიტომ ვითხოვთ რეფორმების გატარებას და მარტივ პრინციპებს, რომელიც პატივისცემაზეა დაფუძნებული. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა – ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელიც გასაზღვრავს მოლაპარაკებების დაწყების ნაწილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირს და ისფედს, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს არჩევნებს და გადაწყვიტონ, არჩევნები ჩატარდა თუ არა სამართლიანად. თუ გადაწყდება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, ჩვენ მოგვიწევს, გავატაროთ რიგი სანქციებისა. მოხდება ის, რაც წარსულში დაემართა სხვა ქვეყნებს. მაგალითად, ბელარუსს, სადაც მოიპარეს არჩევნები და ჩვენ გავატარეთ რიგი სანქციებისა. ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ იქნება დემოკრატიული და სამართლიანი, ევროკავშირს მოუწევს, მიმართოს უკიდურეს ზომებს, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved