• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
16:04 06-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას თქვა:

„მართალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც ბევრი შეცდომებია, მაგრამ მე მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება და ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში. იქ არიან ძალიან ბევრი ექსპერტები და ამასთან მათ ჰყავთ კიდევ დამატებით, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. იქ ძალიან მკაცრია იურიდიული სამსახური და მკაცრად კონტროლდება, რომ რომელიმე ექსპერტი არ იყოს  დაინტერესებულ კომპანისთან კავშირში.

როცა იქ ექსპერტი ამბობს თავის მოსაზრებას, ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ეს არის პლუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამიტომაც არის ბევრი კომიტეტი. რადგან თუ რამე „გაიპარება“ ერთ კომიტეტში, ის ვერ გამოეპარებათ მეორეში. შეჯახება მოხდება აზრების და შესაბამისად, არაფერი გამოეპარებათ. ამიტომ, დაუჯერეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ის გეტყვით, თუ რომელია კარგი ვაქცინა. დანარჩენი არის სპეკულაცია.

ახლა მეორე: მთლად კარგი ამბავიც არ მაქვს – სამწუხაროდ, დიდი, მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ არასწორად. ამ ქვეყნების ნაწილმა დაიწყო ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკება. გადაიხადეს წინასწარ ფული და უთხრეს, რომ როცა შენ ამ წამალს გააკეთებ, მე მომყიდე 50-100 მილიონი. აქედან გამომდინარე, თუ მომავალ წელს გვექნება ვაქცინა, ხელმისაწვდომობა იქნება ძალიან რთული საკითხი.

ბევრი მეკითხება ეს ვაქცინა სავალდებულო იქნება? – ვაქცინა ვერ იქნება სავალდებულო, მაგრამ თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს. ვაქცინის ფასი იქნება 20-25 დოლარი.

-70 გრადუსი უნდა ამ ვაქცინას. ქარხანაში რომ დამზადდება -70 გრადუსზე უნდა იყოს, მერე მას სჭირდება ტრანსპორტირება. ბრიტანეთშიც კი არ აქვთ ისეთი ინფრასტრუქტურა რომ ეს შეინახონ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში? – ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. ვაქცინაზე წვდომა იქნება პრობლემური. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზე, ფინანსებზე და ა.შ“

აღსანიშნავია ისიც, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაზე მაგრამ არ ვიცით რა ვაქცინაა.

ეს როგორ არის იცით? – აი, ცოლი მომყავს. დაგპატიჟეთ. დეკემბერში მაქვს ქორწილი, მაგრამ არავინ იცის ვინაა პატარძალი. ზუსტად ეს მდგომარეობაა.

საშიშროება არის ის, თუ ჩვენ ვიჩქარეთ და და ნაჩქარევი ვაქცინა გავაკეთეთ, ის გამოიწვევს უკუშედეგს. რას გამოიწვევს გლობალურ პრობლემას და ამ უკუჩვენების ფონზე ხალხი აღარ დაიჯერებს რომ კარგი ვაქცინა არსებობს და მას აღარ გაიკეთებს. მე გპირდებით, თუ მე გეტყვით, რომ ეს ვაქცინა გავიკეთე და ეს არის კარგი ეს რეკლამაში არ ჩაითვლება.

ასევე გთხოვთ, „ანტივაქცინის მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

ვაქცინა იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ამის პარალელურად გაჩნდება სხვა დაავადების წინააღმდეგ ახალი წამლები და ვაქცინები გაჩნდება. რადგან ამ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში იქნება შეცდომები, რაც სხვა დაავადებებზე დადებითად იმოქმედებს. 2-3 წელიწადში წლიდან მედიცინაში იქნება დიდი აფეთქება, ამას თქვენ თავად დაინახავთ“

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved