• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ მართლა ხომ არ გაწვიმთ?! – საბოლოო და მკაფიო განმარტება ტროლ-ბოტებისთვის!” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
20:46 11-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
696

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

საბოლოო და მკაფიო განმარტება ტროლ-ბოტებისთვის! მოდით, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ – ამ ქვეყნის მთავარი კი არა, უმთავრესი მტერი რუსეთი, სიღარიბე, ან შიმშილობა კი არა – გაუნათლებლობაა! დიახ, გაუნათლებლობა ღუპავს ჩვენს ერს! რატომ?! იმიტომ, რომ გაუნათლებელ ადამიანებს ათას სისულელეს აჯერებენ და თან აქეზებენ, მიდით, ამ თემაზე იყვირეთო.

დიახ, სწორედ გაუნათლებლობის შედეგია, ზოგიერთების დარწმუნება რომ შესძლეს, თითქოს, დასავლეთი ქართველობას გვართმევდეს. განათლება სათანადო დონეზე რომ იყოს, ყველას ეცოდინებოდა, რომ ქართველობა ნივთი არ არის, ვინემ რომ წაგართვას!

მსგავსი შინაარსის შესავალის გაკეთება აუცილებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ წალენჯიხობაზე მომხდარი ინცინდენტი, კიდევ ერთხელ, გახდა განხილვის საგანი. როდესაც „ალტ ინფოს“ წევრები და სახელწიფო სსიპ-ებისა, თუ ააიპ-ების თანაშრომლების გარკვეული ჯგუფები, ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და 16-ფეროვან ქოლგებს დაერივნენ: “აი, ლგბტ „ზონდიკებს“ ჩვენთან არ გავაჭაჭანებთო!”

ისიც საკითხავია, ეს ბნელი საზოგადოება ფერებს ებრძოდა, თუ ქოლგებს, ანუ მათ ენაზე „ზონდიკებს“. ყოველ შემთხვევაში, თუ ქუჩაში გამოვარდნილი “ვაჟკაცების” ქმედებებით ვიმსჯელებთ, ცხადია, მათ, ნამდვილად არ იცოდნენ, რას აპრტესტებდნენ, თორემ, რომ სცოდნოდათ, მაშინ ხმასაც არ ამოიღებდნენ, რადგან ისიც ეცოდინებოდათ, რომ არსებობს ასეთი ინტერნეტ ბიბლიოთეკა – “ვიკიპედია”, სადაც ყველასა და ყველაფერზეა ინფრმაცია. ჰოდა, ამ „ვიკიპედიაშიც“ სრული ინფორმაციაა განთავსებული, ლგბტ, ანუ ცისარტყელას დროშაზე, რომელსაც 6 ფერი აქვს. წალენჯიხაში, წალენჯიხობაზე კი 16 ფერიანი ქოლგები იყო წარმოდგენილი, სადაც ისეთი ფერები დომინირებდა, რომელთაც ეწ. “ცისარტყელას დროშის” შინაარსთან საერთო არაფრი აქვს, გარდა ფერებისა.

სხვათა შორის, თავიდანვე გაჩნდა განცდა, რომ „ალტ ინფოს“ წევრები და ააიპ-ებისა, თუ სსიპ-ების თანამშრომლები ქუჩაში სხვა მიზნით გამოიყვანეს, ანუ ქოლგები, უბრალოდ, მიზეზი იყო, სინამდვილეში კი, მავანთ, წალენჯიხობის ჩაშლა სურდათ, რადგან მერე ეთქვათ: “აი, მერი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციაა, საქმეს ვერ აკეთებს და თავს ვერაფერს ართმევსო”. ამ კუთხით, “კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდათ”, ტროლ-ბოტების “შემოტევა” ნაცნობი ნარატივით დაიწყო: “ლგბტ დროშას მფარველობით ქართველობას გვართმევთო”.

ამიტომაც, ნათლად და საბოლოოდ განვმარტავთ: ლგბტ სიმბოლიკა არის მკაცრად რეგლამენტირებული თანმიმდევრობით მხოლოდ 6 ფეროვანი გამა (დროშა). სხვა ყველა დანარჩენი არის ფერთა დიზაინი, გამა-ბოთლი იქნება, ქოლგა თუ ქუდი! წალენხჯიხობზე გამოფენილი ქოლგები კი 16 ფერში იყო! ასე რომ, მორჩით ამ უვიცობის ტირაჟირებას და იაფფასიანი სცენარებით პროვოკციების მოწყობას! ზოგადად კი, იმაში ცუდი არაფერია, რომ დედამიწაზე და ჩვენს ქვეყანაშიც, მუქ ფერებს, ხალისიანი ფერები სჭარბობდეს, მაგრამ აქაც ისევ განათლებასთან მივდივართ: ზოგი, ფერებსაც ვერ სცნობს და მათ, ვიღაც არწმუნებს, წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე, თუ ოქროსფერი ლგბტ ფერებიაო.

სიმბოლიკას სჭირდება წაკითხვა, წაკითხვას – ცოდნა: ფერთა ვარიაციებში, თუ ზუსტად განსაზღვრული კომბინაცია არ იკითხება, საიდან დაასკვენით, რომ ქოლგა სიმბოლიკის იდენტურია?! ნუთუ, მართლა არ გეცინებათ თქვენსავე იდიოტიზმზე?! სერიოზული სახით განათლებულებო, ცისარტყელასთან ზურგით დგებით, თუ ორლულიანს ესვრით, თუ ქოლგა უნდა იყოს შავი და ბოთლი მუქი მწვანე?! ჰამასია?!

საქმე იმაშია, რომ ვიღაც, ძალიან შეეცადა საბაბის პოვნას ჩაეშალა ამდენი ხნის ნამუშევარი ღონისძიება – წალენჯიხობა-ტერენტობა. გავრცელდა (შეგნებული) დეზინფორმაცია – განრისხდა “სუს/სარგებლო იდიოტობა”და ადამიანებმა, გააზრეულად, თუ გაუაზრებლად დაიჯერეს, მართლა დაიჯერეს, რომ შემოდგომის 16 ფერიანი ქოლგა, წარმოადგენდა გარკვეულ სიმბოლიკას და, შესაბამისად, საშიშროებას. ჯერ ერთი, საშიშროებას სიმბოლიკა კი არა, შინაგანი ზღუდეების არქონა ქმნის, მეორე – საკუთარი რაიონისთვის მიძღვნილი ულამაზესი დღის ასე ინტრიგნულად ჩაშლა, რომელ პატრიოტიზმში წერია?! თქვენ მართლა ხომ არ გაწვიმთ?! თუ, გაწვიმთ, ის ქოლგები მაინც დაიფარეთ (16-ვე ფერია), რომელიც (იმ დღეს) ამწეკრანით “საგმირო საქმის” დემონსტრირების ნიშნად ჩამოხსენით!

არ იყო, ბატონებო, ის ქოლგები ლგბტ სიმბოლიკის შინაარსის და არც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების პატივსაცემად არ გამართულა წალენჯიხობა, საშემოდგომო ფერების კომბინაციით შერჩეული ქოლგები გახლდათ, რომელიც მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო ღონისძიების დეკორაცია იყო, ღონისძიების, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

ამიტომ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა ქვეყანს დაემსგავსოს, განათლების პოლიტიკის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ, რათა მეტად განვითარებული და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება მივიღოთ. წალენჯიხელი პროვოკატორები კი, იმედია, ამ წერილს კარგად გაიაზრებენ და მათი საუბრები ადეკვატური გახდება!

??????

თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved