• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

ალია ავტორი - ალია
13:59 07-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია.

ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.

ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს – პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.

„უკვე 10 წელზე მეტია “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმოებისა და სერვისების მიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ვაგონები აძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილი მშპ-ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი და დასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელში თიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს“, – დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.

“კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვის ზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებია დროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვე სავაგონე პარკმა ამ მიმართულებით  ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კი ამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით – განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელს შეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას”,- ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ის დამფუძნებელი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved