• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

ალია ავტორი - ალია
15:55 07-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ნაკრები წელს ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადაზე (EJOI 2026) იასპარეზებს.

EJOI ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია 16 წლამდე ასაკის პროგრამისტებისთვის, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეები ეჯიბრებიან. ოლიმპიადა 24-30 ივლისს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრებთან ერთად 24 ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოთხი ახალგაზრდა პროგრამისტი იასპარეზებს:

  • გიორგი ციბაძე – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ქუთაისის დაპროგრამების სკოლა AiaSoft.
  • დიმიტრი შენგელია– პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.
  • ნატალია პაპაშვილი– ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.
  • რიჩარდ ბარბაქაძე– ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

 

მათ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება ჰაბის ფარგლებში ჩატარებულ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე, მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ყველა ეტაპზე მათ მენტორობას ნაკრების ლიდერი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.

ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების წევრებმა სპეციალური ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთული ალგორითმული ამოცანების ამოხსნასა და სპორტულ პროგრამირებას, რათა საერთაშორისო კონკურენციისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდნენ.

თიბისი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში სისტემურად უჭერენ მხარს საქართველოში STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას. ჰაბი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას.

თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო შესაძლებლობებს უხსნის და მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved