• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

ალია ავტორი - ალია
14:16 07-28-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მეწარმეებს გადახდების მიღების კიდევ უფრო მრავალფეროვან და მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს.

დღეიდან, თიბისის მომხმარებელ მეწარმეებსშესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე – სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე – მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანიაირი საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხა მეწარმის ანგარიშზე.

თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივიადა ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას,მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითება საჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავსებს საკუთარ ობიექტში. მომხმარებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვისსასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხა სმეწარმის ანგარიშზე.

ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე –  მეწარმის დროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.

„თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს,რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე – მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს’’, –ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.

QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved