• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

ალია ავტორი - ალია
16:00 12-19-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

თიბისი კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება – „საქართველო და მსოფლიო: 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის მოლოდინები“ გამართა.

კონფერენციის ფარგლებში თიბისი კაპიტალის მენეჯმენტმა მიმოიხილა ის ძირითადი გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები, რომლებმაც 2025 წელს მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა 2026 წლის პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მომდევნო წელს გლობალურ ეკონომიკაზე გავლენას 3 ძირითადი ტენცენცია მოახდენს: სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები. აღნიშნული ტრენდები გავლენას მოახდენს წარმოების ხარჯებსა და ინვესტიციებზე. ამ პირობებში კი მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ის ფარგლებში იქნება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ადაპტაცია კომპანიებში უკვე აჩვენებს პოზიტიურ გავლენებს როგორც ინოვაციის, ასევე, მომგებიანობის კუთხით და ეს ტრენდი გაგრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს, 2026 წელს, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.5% იქნება, რასაც ძირითადად შიდა მოთხოვნა განაპირობებს. ინფლაცია კი მომდევნო წელს მიზნობრივ – 3%-იან – მაჩვენებელს მიუახლოვდება.

კერძო სექტორთან ერთად, ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელზეც მომდევნო წლის გეგმები და ეკონომიკური პროგნოზები განიხილეს.

„თიბისი კაპიტალისთვის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება პარტნიორებთან უწყვეტი დიალოგის ნაწილია. მთელი წლის განმავლობაში მათ განახლებულ და სიღრმისეულ ანალიტიკას ვაწვდით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, საქართველოს მაკროეკონომიკასა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებზე. შედეგად, 2025 წელს, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, 12 ფიზიკური და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც ჯამში ბიზნესის 2500-მდე წარმომადგენელი და სფეროს ექსპერტი გააერთიანა. მსგავსი ღონისძიებებით ვეხმარებით კერძო სექტორს, სწორად შეაფასოს გამოწვევები, დაინახოს შესაძლებლობები და ეფექტიანად მოერგოს ახალ ეკონომიკურ რეალობას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved