• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

ალია ავტორი - ალია
18:18 08-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.

ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8.00%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა.

„ვულოცავ შპს ლოპოტას ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებას. ეს კომპანიისთვის ობლიგაციების პირველი პროგრამაა, ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი მათ მიმართ ნდობის დადასტურებაა. დარწმუნებული ვარ, შპს ლოპოტა მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართონ. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ლოპოტამ სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების მიერ განხორციელებულ 12 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59,3%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო “ლოპოტას“ 11 მილიონი დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ წელს კომპანიამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველად განახორციელა სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისია, რაც კაპიტალის ბაზარზე ახალი ემიტენტების შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მხარდაჭერილია 14 კომპანიის 26 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი (1,18 მლრდ) საინვესტიციო რესურსია მოზიდული. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის კორპორაციის დირექტორი.

“ობლიგაციების პირველი პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანი ეტაპია ლოპოტას ისტორიაში. ჩვენთვის ეს არამხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ კაპიტალის ბაზარზე ჩვენი ბიზნესის მიმართ არსებული ნდობის დადასტურებაა. ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იქცა წლების წინ დაწყებული პატარა წამოწყება საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო და მასშტაბურ პროექტად. მადლობას ვუხდით ლოპოტას თითოეულ სტუმარს და ინვესტორს ნდობისთვის, ხოლო თიბისი კაპიტალს – მხარდაჭერისთვის. თიბისი ბანკი წლების განმავლობაში იდგა ლოპოტას გვერდით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ლოპოტას განვითარება და კიდევ უფრო გავამყაროთ ის სტაბილური ბიზნესი, რომელიც დღეს რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მისი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი მხარდამჭერია”, – გიორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.

ლოპოტა 2008 წელს გოგა მაისურაძის მიერ დაფუძნდა. პირველი 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმრო თავიდანვე მასშტაბური იდეის დასაწყისს წარმოადგენდა, დღეს კი ის უკვე საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი რეზორტია. 60 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი აერთიანებს 310 ნომერს, სხვადასხვა კონცეფციის სივრცესა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved