• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

ალია ავტორი - ალია
16:11 07-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
95

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ქმნის შესაძლებლობებს მათთვის,ვისაც, პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა სურს. ამჯერად, თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის მიმართულებით ახალ სასწავლო პროგრამას Blockchain Technologies იწყებს.

კურსი იმ პროფესიონალებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაცნობა უნდა თანამედროვე ბიზნესში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებს, Smart Contract-ებს, უსაფრთხოების მექანიზმებს, ტოკენებსა და ციფრულ აქტივებს, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებას ბანკინგში, FinTech-ში, დაზღვევაში, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიებში. პროგრამა მოიცავს რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რეგულაციებსა და ბლოკჩეინ პროექტების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესისა და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებისთვის, რისკისა და Compliance-ის სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება სურს.

„ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ და არაერთ სხვა ინდუსტრიას. IT აკადემიის მიზანია, მონაწილეებს მივცეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება რეალური ბიზნესპროცესებისგასაუმჯობესებლად. ამასთან, Tether-თან თანამშრომლობა პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინდუსტრიაში დაგროვებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დამატებით ღირებულებას სძენს“– თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

თიბისი IT აკადემიამ პროგრამა Tether-თან თანამშრომლობით მოამზადა. Tether მსოფლიოში ყველაზე დიდი სტეიბლქოინის USDT-ის გამომშვებია და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში 7-დან 19 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved