• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

ალია ავტორი - ალია
14:06 09-15-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია.

AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.

AD BLACK SEA 2026 კონკურსში თიბისისკამპანიებმა ჯამში 9 ჯილდო მიიღო:

სანტა ემიგრანტია:

  • Advertising Campaigns | PR Campaigns – ვერცხლი
  • Film | TV & Cinema – ბრინჯაო
  • Film Craft | Script – ბრინჯაო

დაარქვი შენს მიზანს სახელი:

  • Creative Strategy | Audience Insight – ვერცხლი
  • Creative Strategy | Products / Services – ბრინჯაო

ვინ არის სანტა?

  • Visual Craft | Photography – ვერცხლი
  • Design & Branding | Posters – ბრინჯაო

100 დამალული ჩანაწერი | ინოლა გურგულია

  • Design & Branding | Packaging – ბრინჯაო

ფესტივალის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ. კონკურსის 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.

თიბისის მხარდაჭერის ნაწილია Young Creative-ის ნომინაციაც, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა და ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებს პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება ანასტასია ბეჟიტაძემ კამპანიისთვის „Flags of Victory“ მოიპოვა.

ფესტივალის წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა იყო „ON THE EDGE“ – იქ სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა და სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა. ფესტივალის მთავარ სცენაზე მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, იოჰანა იასკოვსკა და სხვა პროფესიონალები წარდგნენ.

მე-10 საიუბილეო გამოშვებამ AD BLACK SEA-ის ათწლიანი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის გრძელვადიანი მხარდაჭერის როლი საქართველოს კრეატიული ეკოსისტემის განვითარებაში.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved