• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია

ალია ავტორი - ალია
12:28 08-11-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

2019 წელს, როდესაც „GITA”-მ და მსოფლიო ბანკმა საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყეს, მარიამ სოლომნიშვილს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა ყოფილიყო ინოვაციური კომპონენტი, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა?!

ასე გაჩნდა აგროლაბი- ლაბორატორია, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ანალიზზეა კონცენტრირებული. ინოვაციური კი მოდელია, სადაც მომხმარებელი ლაბორატორიის ვებ-გვერდზე რეგისტრირდება, ონლაინ კაბინეტს ქმნის, სახლიდან გაუსვლელად ახერხებს შედეგის ნახვას, სერტიფიკატის ჩამოტვირთვას, კურიერის გამოძახებას და მენეჯერთან კონტაქტსაც კი.

ლაბორატორიამ თიბისი დაჯილდოების მთავარი ჯილდო მიიღო რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ ღვინის წარმოებაში.

„კახეთი ქართული ღვინის წარმოების აკვანია. ნებისმიერი მეურნეობისთვის კი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია. ჩვენი სერვისზე მოთხოვნა ტექნოლოგიური პროცესის თანმდევი ნაწილია: ყურძნის მარცვლის შემოწმებიდან, ღვინის ჩამოსხმის მომენტამდე. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ რეგიონს სჭირდებოდა თანამედროვე, სანდო ლაბორატორია“, – გვიხსნის მარიამ სოლომნიშვილი.

საქართველოში თითქმის ყველამ იცის, როგორ მზადდება ღვინო. ან ჰგონია, რომ იცის. ვენახის გაშენება, რთველი, ქვევრში ღვინის დაყენება – ამ ყველაფერს ქართული ღვინის კულტურად მივიჩნევთ. მაგრამ ამ ტრადიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი ბაზარზე უნდა გავიდეს, სტანდარტებიც ახლავს, ლაბორატორიული ანალიზებიც და საერთაშორისო ნორმებიც. აგროლაბი და მისი დამფუძნებელი, მოწმეა თუ როგორ იცვლება ადამიანების აღქმა და ინფორმირებულობის დონე.

“ათწლეულების განმავლობაში ღვინის დაყენების პროცესი პირად გამოცდილებაზე იყო მინდობილი. ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ბევრი სტერეოტიპი დაანგრია, საკუთარი შრომის დაფასებაც ვისწავლეთ. დღეს ლაბორატორიული ანალიზით ის ადამიანებიც ინტერესდებიან, რომლებიც ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის აყენებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სურთ რომ შრომამ ხარისხიანი ნაყოფიც გამოიღოს”, -ამბობს მარიამი.

2023 წლის პირველი იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი, თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის, ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი.

“თიბისის ჯილდოს მიღება გუნდისთვის მოულოდნელობაც იყო და დიდი მოტივაციაც. როცა განაცხადი შევავსეთ, მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა გვეცადა. ისეთი გამოხმაურება ჰქონდა გამარჯვებას, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ რა საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მცირე მარნებმაც მოგვწერეს.თურმე არ იცოდნენ, რომ მსგავსი სერვისი კახეთშიც არსებობდა”, – გვიყვება ყვება მარიამი.

აგროლაბი არა მხოლოდ უკვე არსებულ მომხმარებლებზე ფიქრობს, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეც მუშაობს, მათ შორის ნიადაგის ანალიზზეც.

“დღევანდელ რეალობაში ფერმერები ხშირად სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს – მაღაზიიდან იღებენ სასუქსა და ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ არეალს. ნიადაგის ანალიზი კი შესაძლებელს გახდის მიზნობრივ გამოყენებას, რაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს“, -გვიხსნის მარიამი.

აგროლაბის გუნდმა კარგად იცის, რომ ინოვაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში არ გამოიხატება, აქ ცდილობენ შექმნან მექანიზმი, რომელიც სხვასაც დაეხმარება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved