• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეოდორეების და გერასიმეების განსაკითხი ვარ მეეე??“ – რა ისტორიას იხსენებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
17:28 03-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“თეოდორეების და გერასიმეების განსაკითხი ვარ მეეე?? ამათი განსაკითხიიი???”

ახლაც ჩამესმის იმერული ინტონაციით წარმოთქმული ყოფილი მთავარეპისკოპოსის, ზვიად გამსახურდიას მომხრეობისთვის და პატრიარქის, რბილად რომ ვთქვა, არასწორი ქმედებების კრიტიკის გამო განკვეთილი მეუფე ამბროსი ქათამაძის სიტყვები. ცოტა არასერიოზულად აღვიქვავდი ხოლმე მას რამდენიმე მიზეზის გამო, თუმც მებრალებოდა და პატივს ვცემდი ვითარცა ყოფილ მღვდელმთავარსა და ძველ სასულიერო პირს.

2008 წლის 13 ოქტომბერი იყო, სვეტიცხოვლის დღესასწაული დგებოდა და საღამოს სადღესასწაულო ღვთისმსახურება უნდა დაწყებულიყო სვეტიცხოველში, ველოდებოდით პატრიარქის მოსვლის მაუწყებელ ზარებს და ჯერ ყველანი საკურთხეველში ვიყავით-მღვდელმთავრები და კლიროსი, ესე იგი მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები ანუ ე.წ. სტიქაროსნები, მეც მათ შორის, იმხანად სტიქაროსანი და სასულიერო აკადემიის სტუდენტი, მოულოდნელად ერთერთმა მღვდელმთავრმა, არ მახსოვს რომელმა, მგონი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ამბროსის შენიშვნა მისცა ჯვარ-პანაღია რა უფლებით გიკეთია, მოიხსენიო და რის პასუხადაც გამწარებულმა და შეურაცხყოფილმა ამბროსიმ შეჰკივლა: ვინა ხართ თქვენ? თქვენ დაღუპეთ საქართველოს ეკლესიააა, შიოლაშვილებმა დაღუპეთ საქართველოს ეკლესიააა!!! საკურთხევლის მთელი კრებული გაირინდა, მღვდელმთავართა ნაწილიც, არ ერევა კონფლიქტში და მხოლოდ მაყურებლის როლს ირგებენ, მისცივდნენ მიტროპოლიტები დიმიტრი და თეოდორე, არის კვლავ ურთიერთ ყვირილი და დამუნათება. თეოდორემ დაუყვირა ამბროსის: გაჩუმდი, თორემ დაცვას დავუძახებ ახლავე და შენ თავს გავათრევინებ საკურთხევლიდან! ზარივით გაისმა მისი სპეციფიკური ხმა. გამწარებულმა და გასაცოდავებულმა ამბროსიმ შეჰყვირა: დამანებეთ თავიიი, დამანებეთ თავიიი!!! და სვეტიცხოვოს საკურთხევლის ბოლოში გაიქცა აკანკალებული. სახტად დავრჩი: არ მესიამოვნა და ვერ წარმომედგინა სვეტიცხოვლის უწმინდეს საკურთხეველში მღდელმთავართა ასეთი უსულგულო და თავხედური ქცევა, ახალციხის მიტროპილიტი თეოდორე საკურთხევლიდან გაგდებით ემუქრებოდა კაცს, რომელმაც მასზე უწინ ახალციხის საეპისკოპოსო კათედრა პირველმა დაიკავა ისტორიაში და მრავალწლიანი უქმობის შემდეგ გახსნა და აკურთხა 1980 წელს ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი, მაშინ ერისკაცმა ჭუაძემ ალბათ პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა, როცა ამბროსი საბჭოთა ათეისტურ დიქტატურის ჟამს ახალციხის ეპისკოპოსად იწოდებოდა და ახალციხეში წირავდა. ამასთან სხვა თუ არაფერი, მამისტოლა კაცი იყო მისთვის ამბროსი. მეორე დღეს, 14 ოქტომბერს კვლავ ჯვარ-პანაღიით გამოცხადდა ამბროსი სვეტიცხოველში. წირვის მერე ეზოში რამდენიმე წუთით გავესაუბრეთ. ჩემი მეგობარი, დღეს სასულიერო პირია, ეკითხება: მეუფეო, ამ ძვირფას ჯვარ-პანაღიას ვის უტოვებთ თქვენს შემდგომ?! ძალიან ლამაზია! ამბროსი მყისიერად პასუხობს: არ ვაპირებ ჯერ მე სიკვდილსსს, არ ვაპირებ!!! მართლაც არ აპირებდა, შესანიშნავად გამოიყურებოდა და ახალგაზრდული ენერგიით ატარებდა ასაკს.გავიდა ერთი თვე და ნოემბრის ბოლოს ყოფილი მთავარეპისკოპოსი, ბერი ამბროსი ქათამაძე, ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის, შემდგომ ნიკორწმინდის ეპარქიათა ყოფილი მღვდელმთავარი, მოულოდნელად სახლში გარდაცვლილი იპოვეს, გაზით გაგუდული, მაგრამ გაზი არ ჰქონდაო შეყვანილი სახლში. ის კია, რომ მისი ცხედარი უცნაურად ცოცხალს ჰგავდა, თეთრი-ვარდისფერი დაჰკრავდა მის სიმპათიურ სახეს და მიცვალებულს საერთოდ არ ჰგავდა, იფიქრებდი, სძინავსო. რამდენიმე ხნის შემდგომ მისმა შვილმა, მღვდელმა ნოდარ ქათამაძემ პრესაში განაცხადა: მამაჩემი მოკლულაო. იგივეს ადასტურებს მეუფე ამბროსის მეორე ვაჟი სულხანი კვირის-პალიტრისადმი მიცემულ ინტერვიუში. გავიდა რამდენიმე თვე და დეკანოზი ნოდარი პოლიციამ დაიჭირა, ესეც გაშუქდა მედიაში. რამდენიმე თვის, თუ წლის შემდგომ გამოუშვეს, ჩუმადაა. რა ქნას, ალბათ ან კვლავ დაჭერის ეშინია, ან მამამისის ბედის გაზიარებისა. ნორმალურ ქვეყანაში კი მრავალტანჯულ ამბროსი ქათამაძის გარდაცვალების მიზეზებს სათანადოდ გამოიძიებდა სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერს ნათელს მოჰფენდა…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved