• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მსახიობებს აქვთ განცდა, რომ ხელფასს, რასაც იღებენ, სამინისტრო ადგენს, სინამდვილეში კი ამას ადგენს სამხატვრო ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
13:58 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გახდა თუ არა ხმაურიანი ბრალდებების მიზეზი ის, რომ მინისტრმა ოთხ თეატრთან დაკავშირებით სამხატვრო ხელმძღვანელების დასანიშნად დისკრეციული უფლება გამოიყენა – ამ კითხვას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა.

„ხმამაღლა ვიტყვი, დიახ, მეამაყება, რომ გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება და ლევან გაბრიაძე, დიდი რეზო გაბრიაძის შვილი დავნიშნე უკონკურსოდ. ასევე, მეამაყება, რომ დიდი გელა კანდელაკი დავნიშნე უკონკურსოდ; არ ვაკადრე კონკურსი და თუნდაც გასაუბრება, ვინაიდან ამას უბრალოდ, არ იმსახურებს; არა იმიტომ, რომ კონკურსს ვინც გადის, ისინი ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები ადამიანები არიან, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უფრო მეტად უნდა სცეს პატივი ჩემი ასაკის კულტურის მინისტრმა. ასევე მეამაყება, რომ დიდი რობერტ სტურუა დავნიშნე კონკურსის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ვიღებ წერილებს, მესიჯებს – თუ რობერტ სტურუას ეკუთვნის, მე რატომ არ მეკუთვნის, თუ ის ასაკშია და მისთვის შეიძლება, ჩემთვის არ შეიძლება, კონკურსი რატომ უნდა გავიარო? მე თუ ახალგაზრდა ვარ, რა, უნდა ველოდო, რობერტ სტურუა როდის გარდაიცვლებაო? ჯვარი სწერია რობერტ სტურუას. მე მეამაყება, რომ ის უკონკურსოდ დავნიშნე. ასევე უკონკურსოდ დაინიშნა ბატონი ავთო ვარსიმაშვილი და ახლა ამაზე იყო პროტესტი, ავთო ვარსიმაშვილი ხომ არ არის გელა კანდელაკი, ის ხომ შედარებით ახალგაზრდაა, ის ხომ არ არის რეზო გაბრიაძე, ლევან გაბრიაძე და ა.შ. მიმაჩნია, რომ გრიბოედოვის თეატრი არის ცოტა განსხვავებული თეატრი. აქ მეტს ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, ამ თეატრში საჭირო და მნიშვნელოვანი იყო სწორედ ისეთი ადამიანის უკონკურსოდ დანიშვნა, როგორიც არის ძალიან წარმატებული და დიდი ხელოვანი, ავთო ვარსიმაშვილი. ასევე მეამაყება, რომ ბატონი ვასო ჩიგოგიძე და ნიკა საბაშვილი დაინიშნენ კონკურსის წესით და ასევე, მათ მაგივრად მიხარია, რომ მათ ვერავინ უსაყვედურებს, რატომ დაინიშნე „არასწორი პროცედურებითო“. მე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ისინი არიან ჩემთვის და ქართული კულტურის საიმედოდ იქ, სადაც დაინიშნენ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარჯანიშვილის თეატრთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა სპეკუალციას რაც უსაგნო აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი გამოცხადდა.

„სავარაუდოდ, ბატონი ლევან წულაძე კვლავ იქნება კანდიდატი, მისმა მეუღლემ ეს უკვე თქვა. მე მასთან არ მქონია კომუნიკაცია, რადგან მას არ ჰქონია კომუნიკაცია. თუმცა, მე ყველასთან მაქვს კომუნიკაცია, ნებისმიერ სამხატვრო ხელმძღვანელთან. არის შემთხვევები, როდესაც სამი-ოთხი საათი პირისპირ ვსაუბრობთ. აწუხებთ საშტატო, მსახიობის მდგომარეობა, თუმცა, ყველა სამხატვრო ხელმძღვანელზე ვერ ვიტყვი, რომ მსახიობი აწუხებს, მაგრამ გვარები არ მკითხოთ. ეს უნდა გავასწოროთ ერთად. მაგალითად, მსახიობებს აქვთ განცდა, რომ ხელფასს, რასაც იღებენ, სამინისტრო ადგენს; სინამდვილეში კი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი ადგენს. მინდა, ეს სწორედ ამ ეთერიდან ყველა მსახიობმა იცოდეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც მსახიობებზე ზრუნავენ და სხვათა შორის, ვინც დაინიშნა, არის სწორედ მსახიობზე მზრუნველი და ცდილობენ, თავიანთი ბიუჯეტის ფარგლებში გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მე ყველას ვუსურვებ, ჯერ გავაკეთოთ 40-50, ან 20-30% მაინც იმისა, რაც რობერტ სტურუამ შეძლო და შემდეგ ვიქონიოთ დასაბუთებული პრეტენზიები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რამდენიმე თეატრში ახალგაზრდა რეჟისორი დაინიშნოს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს, იქნებიან ისინი მსახიობები, რეჟისორები, თუ სხვა, გასაქანი მივცე. ვფიქრობ, იმ ექვსასამდე პროექტით, რომელიც სულ ცხრა თვეში დავაფინანსეთ, ბევრ ახალგაზრდას შევუწყვეთ ხელი და ეს წელსაც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved