შშს-ს მინისტრი, ვახტანგ გომელაური:
ქალბატონი თეა ერთ-ერთი პირველი დამცველია ხოლმე ჩვენი პოლიციელების. მე ვერ ვიტყვი თეამ ცუდად მოიხსენია პოლიციელები ვნახავ არ ვიცი. თეა ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია, ცუდს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოველთვის მახსოვს, როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს მისი განცხადებები იყო ყოველთვის ჩვენი მხარდამჭერი”, – ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, დიალოგი, გვარამიას მტკიცებით, რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის შედგა. დიალოგში საუბარია, პერიოდზე, როდესაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა ქილერი ბოკოვი გამოგზავნა. წულიკიანი საუბრის დროს ძალოვან უწყებებს აკრიტიკებს.
კომენტარები