თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დანიშნეს – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.
ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე იკავებდაშსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.
ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ფიგურირებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში.











კომენტარები