• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს

ალია ავტორი - ალია
12:24 10-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევის ფარგლებში, მეტროსადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.

„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულება მოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა, თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება. პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე, ითვალისწინებს ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო.

„პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო, ასევე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

დედაქალაქის მერის თქმით, ქართული კომპანიები აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ტენდერების გამოცხადება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება.

„პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად (EBRD) პროექტზე – „თბილისის მეტროს სადგურების განახლება“, რომელიც მიზნად ისახავს 11 სადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, ესკალატორების განახლებას თანამედროვე მოდელებით. მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გვაქვს გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, ტენდერები გამოცხადდება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მასში მონაწილეობა მიიღონ. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 44 მილიონ ევროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს რეფორმის შემადგენელ ამ და სხვა პროექტთან დაკავშირებით, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიური მუშაობა გრძელდება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved