• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების” სამიტს მასპინძლობს

ალია ავტორი - ალია
17:16 10-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის,  FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

სამიტის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, შევთავაზოთ მათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამასთანავე, ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ. ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ივნისში, თბილისს ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა – Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-ისაგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.

დაინტერესება რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა.  თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისათვის.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული “ანგელოზ ინვესტორთა” ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი და Grant Thornton Georgia.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved