თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. რომელსაც ბრალდებული პირველად ესწრება.
მისი თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – განაცხადა მარიანა ჩოლოიანმა სასამრთლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, ეს არის ერთადერთი დაკავებული ამდენთვიანი მუშაობის შემდეგ. არც საქმის ზედამხედველ პროკურორს, არც პოლიციის სხვა თანამშრომლებს ბრალი არ წაყენებიათ.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თავი მოიკლა.
კომენტარები