• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავიდან უნდა ავიცილოთ ეს შთაბეჭდილება” – პაპუაშვილის სიტყვა კონფერენციაზე

ალია ავტორი - ალია
16:41 07-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
402

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ საინაუგურაციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:

“პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში “ციხესიმაგრე ევროპის” კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური – “ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება” – ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების “მოწყალებას” გაიღებს ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მოეპყროს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ “ტანგოს ორი სჭირდება”.

მეორე, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს. პირობები უნდა იყოს მკაფიო, მიღწეული პროგრესი – სათანადოდ აღიარებული, ხოლო შუალედური სამიზნეები პოლიტიკური მიზნების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს. არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია მარტოს გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე, კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ.

მესამე, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს. როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, „ჭკუის სწავლების“ ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის – საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს.

დაბოლოს, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში – ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში – გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენს.

როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, “ძალა ერთობაშია”. ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved