• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამაზ თამაზაშვილი:”დაიწყოს გამოძიება, ყველა დაკითხონ. ელენე თევდორაძე ამბობდა, თითქოს რაღაცა კასეტა იყო. სად იყო ის კასეტა ან რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია ვერ გავიგე…”

ალია ავტორი - ალია
18:45 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მის მიმართ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გავრცელებულ ბრალდებას გიორგი სანაიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

თამაზაშვილი ფორულასთან საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ საქმის გარშემო დეტალები უკვე ცნობილია და დამნაშავეს, გრიგოლ ხურციძესაც მკვლელობის ჩადენა აღიარებული აქვს.

თამაზაშვილი აცხადებს, რომ შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც ციხისთავის განცხადებით შეასრულა თამაზაშვილის დაკვეთა [გიორგი სანაიას მკვლელობის], პირადად მაშინ შეხვდა, როცა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. თამაზაშვილი ამ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

“აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. ის ვინც ლაპარაკობს [კონსტანტინე ციხისთავი], მე როგორც მახსოვს ცისკარიშვილის გატაცების ფაქტზე ავიყვანეთ.

დაიწყოს გამოძიება, ის კაცი ვინც იჯდა „გრეცკო”, ყველაფერი აღიარა და ციხე მოიხადა. დაკითხონ ისიც, ყველა დაკითხონ. იმ პერიოდში განცდა არსებობდა, ელენე თევდორაძე ამბობდა, თითქოს რაღაცა კასეტა იყო. სად იყო ის კასეტა ან რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია ვერ გავიგე, ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო, კარგი ადამიანი“, – განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.

გუშინ ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში რესპონდენტმა კონსტანტინე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად პრემიერმინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ბაკურაძე, ხოლო მკვლელობის შემსრულებლად კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაასახელა.

გავრცელებული განცხადებების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს გიორგი სანაიას ოჯახი. ვახო სანაია ამბობს, რომ ციხისთავის დასახელებული ყველა პირი პროკურატურამ გამოკითხვაზე უნდა დაიბაროს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

“ყველა ეს პირი უნდა დაიბარონ, უნდა დაიწყოს, თუ გაგრძელდეს გამოძიება ამ საქმეზე. ახალი გარემოებებია გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ სხვა საქმეებშიც და ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ მე იმ პროკურატურისგან რა მოლოდინი უნდა მქონდეს რომელიც არაფერს იძიებს, პროკურატურისგან რომელიც ხელისუფლების დაკვეთას პირდაპირ ასრულებს და როდესაც აქ ლაპარაკია ახლანდელი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრზე და ყოფილ მაღალჩინოსნებზე.

ეს ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის და გამოძიების იმედი, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს”, – განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებულია საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყოს. გუშინდელ ინტერვიუში კი საუბარი იყო დანაშაულის ნიშნებზე, რაც პროკურატურის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას. მარიკაშვილის თქმით, თუ პროკურატურა ამ ინფორმაციას თავს აარიდებს მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოძიება მიკერძოებულია.

ფორმულამ კითხვით: დაიწყება თუ არა ახალი ან რა ეტაპზეა 2018 წელს განახლებული გამოძიება, პროკურატურას უკვე მიმართა. თუმცა მათგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved