• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტერიტორიებია, რომლებიც უკრაინელებმა სამ კვირაში გაათავისუფლეს და რას უნდა ელოდოს რუსეთი კახოვკას კაშხლის აფეთქებით? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
13:49 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“2023 წლის 7 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– უკრაინული შეტევა ბახმუტის ირგვლივ საკმაოდ ეფექტურად ვითარდება. ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც უკრაინელები რუსულ პოზიციებს ინტენსიურად უტევენ. იმ ფონზე რომ თავდაცვის ზღუდეები საკმაოდ სუსტად აქვთ მოწყობილი რუსებს, უკრაინელთა წინსვლა შესამჩნევია.
[რუკაზე: ლურჯი ფერით ის ტერიტორიებია ნაჩვენები, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო სამ კვირაში გაათავისუფლეს. ისრებით კი უკრაინელთა იერიშების მიმართულებებია ნაჩვენები]
– რუსეთის, ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება. უკრაინული არტილერია შებეკინოსა და ბელგოროდის ოლქში ღრმად მდებარე რუსულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. შებეკინო თითქმის სრულადაა დაცლილი. მიუხედავად განმეორებითი მცდელობისა რუსულმა სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს და ვერ დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები საზღვრისპირად უბნებში – მათ კვლავ პრო-უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ამასთან, პრო-უკრაინული ძალები იყენებენ მძიმე ტექნიკას – ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.
– გარკვეული მოძრაობებია ზაპორიჟიას ოლქში, ლობკოვეს მიმართულებით, ორეხივის სიახლოვეს. უკრაინელები რუსულ თავდაცვით პოზიციებს სინჯავენ და არცთუ მაღალი ინტენსივობით უტევენ. ზოგადად, ამ მიმართულებით ნელი და მეთოდური სამხედრო ოპერაცია რთულად ჩატარდება, რადგან ძალიან ფორტიფიცირებულ პოზიციებზე ნაბიჯ-ნაბიჯ შესკდომა კოლოსალურ დანაკარგებთან იქნება ასოცირებული. ამიტომაცაა, რომ უკრაინელები სინჯავენ სისუსტეებს რუსულ პოზიცებზე და ყველაზე ეფექტური რომელიც იქნება მათ გამოყენებას შეეცდებიან ღრმად იერიშის წამოსაწყებად. ეს არამხოლოდ ზაპორიჟიას ოლქს ეხება, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უმრავლესობას.
– კახოვკას კაშხლის აფეთქება პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოების გვერდით აყენებს. ეს კი კრემლს საერთაშორისო ლეგიტიმაციას კიდევ უფრო უკარგავს. პრაქტიკულად, უკრაინის მხარდაჭერა ბოლომდე და რუსეთის გარდაუვალი დამარცხება ახლა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ამოცანა ხდება, რადგან სხვა შემთხვევაში არამხოლოდ დაპყრობითი ომები, არამედ ტერორისტული აქტები, როგორც დაშინების მეთოდი აგრესიული სახელმწიფოების მხრიდან ჩვეულ მოვლენად გადაიქცევა. ეს კი საერთაშორისო წესრიგს დიდი ქაოსის წინაშე დააყენებს. ეს რომ კარგად ესმით დასავლეთშიც ამიტომაა რომ მისი მარცხის აუცილებლობაში ყოველდღიურად რწმუნდება ყველა.”
შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი გამოსახულება
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved