• რეკლამა
  • კონტაქტი
06:52, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალტ–ინფოს ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ გია გოთუას კომპანიამ 144,000 ლარის შესყიდვა მიიღო საჯარო უწყებებიდან” – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
17:46 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,039
ფოტო – ფლანგვის დეტექტორი
“ფლანგვის დეტექტორი” მორიგ მასალას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ალტ–ინფოს ლანჩხუთის ოფისის თავმჯდომარემ

ლანჩხუთში ალტ-ინფოს ოფისი 12 მარტს გაიხსნა და მას ადგილობრივი მკვიდრი გია გოთუა ხელმძღვანელობს. გოთუა შპს იბერია 7-ს ფლობს, რომელსაც სახელმწიფო ტენდერებში მილიონობით ლარის შესყიდვა უფიქსირდება – კერძოდ, 2011 წლიდან დღემდე 10,937,000 ლარის ტენდერი და 403,779 ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. გოთუამ პარტიის ოფისი მისი კომპანიის ოფისში განათავსა. გახსნის დღიდან ამ ოფისში აქტივობა არ ფიქსირდება. გია გოთუა წარსულში ლანჩხუთის გამგებელიც იყო. 90-იან წლებში ის ჯაბა იოსელიანის მომხრეებმა რაიონის ხელმძღვანელად დანიშნეს.

აღსანიშნავია რომ მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ორ ტენდერში. 2022 წლის 1 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ნიჩბისში წყლის სისტემის მოწესრიგებას შეეხებოდა, გოთუას შპს იბერია 7-მა გაიმარჯვა და მასთან 72,000 ლარის ოდენობის ხელშეკრულება გაფორმდა.

აგრეთვე მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო  მარნეულის მუნიციალიტეტის მიერ  2022 წლის 24 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ქალაქის კონკრეტულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოწესრიგებას შეეხებოდა. ამ ტენდერში გოთუას კომპანიამ აგრეთვე გაიმარჯვა და მასთან 72,000 ლარის ოდენობის ხელშეკრულება გაფორმდა.

საბოლოო ჯამში ალტ-ინფოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ გია გოთუას კომპანიამ 144,000 ლარის შესყიდვა მიიღო სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან. მანამდე 2011-2022 წლებში მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 11,340,000 ლარი აქვს მიღებული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით. აღსანიშნავია რომ მოგებული 77 ტენდერიდან, 44-ში, მისმა კომპანიამ ან უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

ხოლო ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვებით, გია გოთუას კომპანიამ 403,779 ლარი მიიღო.

იმის გათვალისწინებით რომ ქართულ რეალობაში პრაქტიკულად არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები სახელმწიფო ტენდერებში მილიონობით ლარის ტენდერს იგებენ, მით უმეტეს მორგებული პირობებით, ზემოთ აღნიშნული შემთხვევა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია პრორუსული პარტიის საქმიანობა და ის სულაც არ არის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიად აღქმული.

წყარო:

  1. https://tendermonitor.ge/ge/organization/30239?page=32 – მოგებული ტენდერები

 

  1. 233733582 – შპს ივერია 7

 

  1. https://gurianews.com/alt-inphos-ophisis-maluli-gakhsna-lanchkhuthshi-da-akhalgazrdebis-protesti/ – ინტერვიუ

 

  1. https://tenders.procurement.gov.ge/ – ტენდერები

 

https://www.facebook.com/gia.gotua.1 – გოთუას ფბ

 

თეგები: გია გოთუალანჩხუთიფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved