• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტელევიზიების გამო, ქუჩაში შემაფურთხეს და მკვლელი დამიძახეს” – მამა შალვა კეკელია

ალია ავტორი - ალია
03:32 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,630

მამა შალვა კეკელია, ჯორჯიან თაიმსთან, ამბობს:

ასე დაისვა საკითხი, რომ მღვდელი უნდა იყოს უკიდურესად გაჭირვებული და მათხოვარი – ჩვენთან სულ გაჭირვებულები მოდიან, ჩვენ რომ არ გვეხმარებოდნენ ადამიანები, საშუალება არ გვქონდეს, სხვა ადამიანებს ვერ დავეხმარებით. ყველა კვირას მოდის 300 ადამიანი ჩვენთან და ყველა კვირას ვატანთ საკვებს, ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ტაძრის მშენებლობისთვის რომ შემოუწირიათ, ზოგჯერ არ გამომიყენებია ტაძრის მშენებლობისთვის და გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებივარ. არ ავაშენოთ ეს ტაძარი? საკითხებს სვამთ უკიდურესად, არ უნდა ვისუნთქოთ, არ უნდა შევჭამოთ საჭმელი საერთოდ, უფლება არაფრის არა ვაქვს…

ჩემ მეგობარს რომ არ ეჩუქებინა ბინა, მე ჩემი სახლი არ მქონდა. მთელი ცხოვრება ვემსახურები ეკლესიას. ვიღაცა იტყვის, რატომ აჩუქეს  მამა შალვას? რატომ არ უნდა მქონდეს სახლი? ვიღაცამ იზრუნა ამაზე, მე არ მიზრუნია ჩემით. ღვთის მადლით, გამოჩნდა, კეთილმა ადამიანი, გვაჩუქეს და ის ადამიანები სხვებსაც ეხმარებიან. მოძღვარს რომ აჩუქოს ადამიანმა – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას. ყველა კვირას 300 ადამიანს ვეხმარებით. შემეძლო ბინა მექირავებია და დიდ ბინაში გადავსულიყავი, არ ვიქირავე, იმიტომ რომ სხვების ბინის ქირას ვიხდი. მე ფუფუნების საგნებს კი რა ვამართლებ, ელემენტარული საშუალება არ უნდა ჰქონდეს?

არც ის შეიძლება მღვდელი მატერიალურზე იყოს გადართული. სწორად უნდა დაისვას საკითხები და არა ისე, როგორც ჟურნალისტები სვამენ. პანდემიის პერიოდში ჟურნალისტები და ტელევიზიები მეძახდნენ მკვლელი ხარო, დღეს არის ვირუსები და უზარმაზარი სუფრები იმართება. მაშინ გვიტევდნენ, წირვის ჩატარების უფლებას არ გვაძლევდნენ. ტელევიზიების გამო, რამდენჯერმე ქუჩაში შემაფურთხეს და მკვლელი დამიძახეს, ჟურნალისტების გამო… იმ სატელევიზიო გადაცემების გამო. მე შვილები მყავს, ეს ხომ ცილისწამებაა.

მხოლოდ მედიას კი არ ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ ყველა იმ სასულიერო პირს, რომელიც არ ცხოვრობს შესაბამისად სასულიერო ცხოვრების წესით, არაწმინდად იქცევა, არაწმინდად ცხოვრობს. სასულიერო პირების არასწორმა საქციელმა განაპირობა ეს ყველაფერი – ვიღაცა მღვდელი იქცევა არასწორად და საშოვარზეა მოსული, ვიღაცა შეიძლება, შემოგზავნილია ეკლესიაში. 99 პროცენტი ეკლესიაში თავგადაკლული მსახურობს.

თეგები: დეკანოზი შალვა კეკელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved