• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

ალია ავტორი - ალია
12:43 07-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

12 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (GASF) ორგანიზებით წრიული რბოლის ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს Tegeta Fest-ზე ეპატიჟება – ფესტივალზე, რომელიც ავტოდრომს ცოცხალ, ინტერაქციულ პიტ-სტოპად აქცევს.

ფესტივალის სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ გასართობი ზონები და ისინი მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას შეძლებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების – Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, Motul, Varta, ATE და Champion – სპეციალური სივრცეები, სადაც სტუმრები, კომპანიების პროდუქციის გაცნობა-შეძენასთან ერთად, სხვადასხვა ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებენ.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილის“ მთავარი ოფიცერი: „Tegeta Fest-ის იდეა ავტოსპორტის ირგვლივ სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაა. გვინდოდა, ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მხოლოდ რბოლა არ ყოფილიყო და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მთელი დღე ინტერაქციულ, გასართობ და ტექნოლოგიურ გარემოში გაეტარებინათ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების ჩართულობით ფესტივალი აერთიანებს იმას, რაც ავტოინდუსტრიას ყველაზე მეტად ახასიათებს – ინოვაციას, ხარისხსა და ემოციას.

ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტამოტორსისთვის“ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული ავტო- და მოტოსპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, ახალი თაობის ჩართულობასა და საავტომობილო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს“.

ფესტივალის კონცეფცია რეალური ავტორბოლის პიტ-სტოპის იდეას ეფუძნება – იმ რამდენიმე წამს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვებას განსაზღვრავს. ამ გამოცდილებას სხვადასხვა აქტივობა გააცოცხლებს, რათა სტუმრებმა ავტოსპორტის ემოციები არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ თავადაც შეიგრძნონ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ, ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში: შეამოწმონ რეაქციის სისწრაფე, გამოცადონ პროფესიონალური რბოლის სიმულატორი, შეადარონ სარბოლო და სამოქალაქო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემების შესაძლებლობები და სხვა ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. დასწრება თავისუფალია.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ისინი პატარა მრბოლელებად იქცევიან – ბალანს-ბაიკებითა და პულტიანი სარბოლო ავტომობილებით გაერთობიან, ასევე სხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან.

სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ კვებისა და სასმელების ზონა, დასასვენებელი სივრცეები და VIP-ტერასა, საიდანაც ავტორბოლის კომფორტულად ყურება იქნება შესაძლებელი.

ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, ხელს უწყობს როგორც პროფესიონალური შეჯიბრებების განვითარებას, ისე ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება. ამ ხედვის გაგრძელებაა ფესტივალიც, რომლის მიზანი ავტოსპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცის შექმნა და ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაა.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved