• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭარბი ცხიმი მავნეა ტვინისთვის და უფრო ცუდად გამოიხატება ქალებში” – კვლევის შედეგები

ალია ავტორი - ალია
13:35 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
“ამერიკელი და კანადელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა ძლიერ მტკიცებულებას კავშირზე მუცლის ცხიმის რაოდენობასა და ტვინის შემცირებულ მოცულობებს შორის, და შესაბამისად მის გავლენას ტვინის იმ ფუნქციებთან, რომლებიც დაკავშირებულია კოგნიტურ ფუნქციასთან. კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ 28 აგვისტოს ჟურნალში Aging and Disease
ჯანსაღი საშუალო ასაკის მოზრდილების ჩატარებულ კვლევაში მუცლის ღრუს ვისცერული და კანქვეშა ცხიმის დიდი რაოდენობა ემთხვევოდა MRI-ით აღმოჩენილ ტვინის ატროფიას, განსაკუთრებით ქალებში.
“კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბი ცხიმი მავნეა ტვინისთვის და უფრო ცუდად გამოიხატება ქალებში, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადების რისკის ზონებში”, – განაცხადა კვლევის ხემძღვანელმა საირუს რაჯიმ, მედიცინის დოქტორი, მალლინკროდტის რადიოლოგიის ინსტიტუტში, ვაშინგტონის უნივერსიტეტი,
აღნიშნულ კველვაში 20-80 წლის 10001 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს (საშუალო ასაკი 52,9 წელი; 53% მამაკაცი) ჩაუტარდა სკანირება 1.5T MRI-ზე მთელი სხეულის მოკლე MR გამოსახულების პროტოკოლით. FastSurfer-ით ჩატარებული ღრმა გამოკვლევით კი შესწავლილი იქნა თავის ტვინის 96 რეგიონი. ცალკეული მოდელებით სეგმენტირებულად შეისწავლეს ვისცერული და კანქვეშა მუცლის ცხიმი. კვლევის დროს ჩატარდა რეგრესიული ანალიზი მუცლის ცხიმის ტიპებსა და ტვინის ნორმალიზებული მოცულობას შორის, ასაკისა და სქესის გათალისწინებით. ლოგისტიკური რეგრესიის მოდელებმა (ლოჯიტის მოდელი – გამოიყენება გარკვეული კლასის ან მოვლენის ალბათობის მოდელირებისთვის)
განსაზღვრეს ტვინის მთლიანი ნაცრისფერი და თეთრი მატერიის მოცულობის დაკარგვის რისკი ვისცერული ცხიმის უმაღლესი მაჩვენებლიდან და ტვინის ამ მატერიების მოცულობის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებამდე.
კვლევამ დაადგინა, რომ როგორც ვისცერალური, ისე კანქვეშა მუცლის ცხიმის უფრო მაღალი რაოდენობა წინაპირობა იყო როგორც მთლიან ნაცრისფერ და თეთრი ნივთიერების მცირე მოცულობისა, ასევე მცირე მოცულობისას ჰიპოკამპში, შუბლის ქერქში და დროებით, პარიეტალურ და კეფის წილებში.
საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ როგორც კანქვეშა, ასევე ვისცერული ცხიმი აქვს ნეგატიური კავშირი ტვინის მოცულობასთან.
ქალებს აღენიშნებოდათ ტვინის ატროფიის უფრო მკვეთრად გამოხატული სურათი ვისცერული ცხიმი გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა, ძნელია სქესობრივი განსხვავებების როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორის კონტექსტში მოთავსება, რადგან როგორც მკვლევარები აღნიშნავენ არ ჩატარებულა სხვა სახის კვლეევები რომლებიც სპეციალურად შეისწავლიდა ვისცერული ცხიმის, თუ ტვინის მოცულობის შემცირებას ქალებსა და მამაკაცებში და ჩაატარებდა სქესობრივი განსხვავებების გამოკვლევას.
კვლევის სხვა შეზღუდვები მოიცავს ასევე იმ ფაქტს რომ ანალიზმა ასევე არ გაითვალისწინა ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, დიეტა და გენეტიკური ცვლადები.
მკვლევარები აპირებენ შემდგომი გამოკვლევების ჩატარებას ძირითადი მექანიზმების უკეთ გასარკვევად და შესაძლო ინტერვენციების აღმოსაჩენად, რომლებიც მიმართული იქნება მუცლის ცხიმის შემცირებაზე, და შესაბამისად ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების სტრატეგიის ნაწილად”
თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved