ორბელიანის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის აღსანიშნავად ორბელიანის მოედანზე ღონისძიება მიმდინარეობს. შეკრება გუშინ დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა და ის ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩია მიწვეული.


































